გიული ალასანია და ნიკოლოზ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ.
პრეზიდენტის დედას დღეს ჩატარებული კვლევის შედეგები აინტერესებდა. გიული ალასანიას თქმით, სამთვიანი მკურნალობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
“გუშინ თავს კარგად არ გრძნობდა, ძლივს მოძრაობდა, მერჩივნა, დაწოლილიყო. დღეს გაუკეთდა კვლევა და პასუხები ჯერ არ ვიცი. ვფიქრობ, მორფოლოგიური ანალიზიც გაკეთდება. რაღაც პასუხისთვის თვალით რაც ნახეს ეგეც საკმარისია ალბათ.
დრო გადის, წინაში იკლებს. გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ. საჭიროა ექიმებს (ამერიკელ მედიკოსებს) აქაური ლიცენზია ჰქონდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ერთ საათში ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, წლები დასჭირდეს. მე ძალიან მეჩქარება”- განაცხადა გიული ალასანიამ.
კომენტარები