• რეკლამა
  • კონტაქტი
02:06, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან დიპლომატების გაწვევა დაიწყო

ალია ავტორი - ალია
14:24 01-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

გაზრდილი საფრთხეებიდან გამომდინარე დიდმა ბირიტანეთმა უკრაინის საელჩოდან თანამშრომლების გაწვევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კიევში მომუშავე პერსონალის დაახლოებით ნახევარი დიდ ბრიტანეთში ბრუნდება. 

რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-რუსეთის საბჭოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ლიზ ტრასმა რუსეთის აგრესიული და დესტაბილიზებული ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა რუსეთს მკაფიოდ განუცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში მისი სამხედრო აქტიურობა მიუღებელია.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი თავისი ბოლოდროინდელი ქმედებებით არღვევს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ხოლო უკრაინაში სამხედრო შეჭრა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება, რომელიც რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

მინისტრის ცნობით, დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები გაერთიანებულები არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში და ეწინააღმდეგებიან კრემლის მუქარის შემცველ ქცევას.

ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ერთადერთი გზა დეესკალაცია და მნიშვნელოვან დისკუსიებში ჩართვაა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კი, ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს უკრაინაში არ იმოგზაურონ და ქვეყანა დატოვონ. უსაფრთხოების პირობები განსაკუთრებით არაპროგნოზირებადია უკრაინის საზღვრებთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved