ტრენდული

“უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ქარხანაში, მზის სხივი რამდენიმე თვის შემდგომ პირველად ნახა…” – რუსლან შავაძე
ახალი ამბები

“უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ქარხანაში, მზის სხივი რამდენიმე თვის შემდგომ პირველად ნახა…” – რუსლან შავაძე

ავტორი - ალია
14:44 05-16-2022
0

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:  "უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ქარხანაში მასიური დაბომბვების შემდგომ მზის სხივი რამდენიმე თვის შემდგომ პირველად...

“მოსაყდრე” მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, პატრიარქი უკვე იზოლირებული ჰყავთ” – გამზარდია

“მოსაყდრე” მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, პატრიარქი უკვე იზოლირებული ჰყავთ” – გამზარდია

00:15 05-14-2022
“სუსის ნომრიანი აგენტი, ბრეგაძე, ახალი დავალებით დაუტვირთავთ” – ნიკა მელია

“სუსის ნომრიანი აგენტი, ბრეგაძე, ახალი დავალებით დაუტვირთავთ” – ნიკა მელია

02:30 05-13-2022
ჩვენ, ოპოზიციონერები, ძალიან სუსტად გამოვიყურებით და ჩვენი ქმედება, კრიტიკას ვერ უძლებს – ბურჯანაძე

ჩვენ, ოპოზიციონერები, ძალიან სუსტად გამოვიყურებით და ჩვენი ქმედება, კრიტიკას ვერ უძლებს – ბურჯანაძე

20:08 05-12-2022
“ამერიკასა და თურქეთს შორის შესაძლოა ურთიერთობები დათბეს?! – ამის შემდგომ რუსული იმპერიის კრახი დაჩქარდება” – რუსლან შავაძე

“ამერიკასა და თურქეთს შორის შესაძლოა ურთიერთობები დათბეს?! – ამის შემდგომ რუსული იმპერიის კრახი დაჩქარდება” – რუსლან შავაძე

15:11 05-12-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
15:15, ორშაბათი, 16 მაისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიდი დაპირისპირება “ნაცმოძრაობაში” – რატომ დაიწყო სააკაშვილმა დამოუკიდებელი თამაში?!

ალია ავტორი - ალია
23:06 02-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
0

ფაქტები, რომლის შესახებაც “ალია” თვეების წინ წერდა!

მიხეილ სააკაშვილი უკრაინული სკოლის ფილიალს თბილისში ხსნის. სხვაგვარად, ვერაფრით ვერ ავხსნით იმ ფაქტს, რომ ექსპრეზიდენტი პირად შტაბს იკეთებს და თანაც თბილისის ცენტრში – პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში სწორედ ის ახალგაზრდები შეიკრიბებიან, რომლებიც დასტა-დასტა ჩადიოდნენ სააკაშვილთან უკრაინაში, გადიოდნენ ტრენინგებს, პირადად იღებდნენ ინსტრუქციებს მიშასგან და არ ემორჩილებიან არავის, გარდა სააკაშვილისა. თავის დროზე „ალია“ ამის შესახებ დეტალებში წერდა, წერდა იმასაც, რომ ეს ახალგაზრდები სამომავლოდ პრობლემა იქნებოდნენ როგორც ნაციონალური მოძრაობის სტაჟიანი წევრებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის და ჩვენი წინასწარმეტყველება გამართლდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაძაბულობა რომ არის, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდი ისეთმა სახეებმა თუ სახელებმა დატოვეს, როგორებიც ნინო კალანდაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი და ზაზა ბიბილაშვილი არიან, ეს უკანასკნელი პოლიტსაბჭოს თანათავმჯდომარეც იყო ნიკა მელიასთან ერთად და იყო სწორედ იმიტომ, რომ მელიას საკუთარი თამაში არ წამოეწყო, საკუთარი გუნდი არ გაეძლიერებინა და მიშას წინააღმდეგ არ წასულიყო. ახლა კი ბიბილაშვილი მიხვდა, რომ პოლიტსაბჭოს თანათავმჯდომარეობის მიუხედავად, მომავალ პარლამენტში მოხვედრის არანაირი შანსი არ აქვს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ სულ სხვა თამაში დაიწყო და ამ თამაშში ბიბილაშვილის ადგილი არ აღმოჩნდა.
„გარდა იმისა, რასაც ტელევიზიით ვისმენთ, არის კიდევ მეორე მხარე. აბსოლუტურად ყველა პარტიაში ყალიბდებიან იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს სიაში, არსებობს გამსვლელი სიის სავარაუდო მონახაზი და რაღა თქმა უნდა, ყველას სწორედ გამსვლელ სიაში მოხვედრა სურს. ამიტომ, ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა პრეტენზია გამოაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხნის განმავლობაში პარტიას ისინი ათრევენ და აღარ არიან ვალდებული, სიაში ხალხი მიხეილ სააკაშვილის მითითებით შეიყვანონ. პარტიიდან წასვლით ნიკა მელიაც დაიმუქრა და ეს პრაქტიკულად დაშლის გამოცხადება იქნებოდა, რადგან ახალი სახეებიდან გუნდში აღარავინ დარჩებოდა. პარტიაში იმითაც არიან უკმაყოფილო, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა გამოჩდნენ ძველი, ოდიოზური ფიგურები, აკო მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური და სხვები. ეს ცალკე პრობლემაა ახალი გუნდისთვის“, – გვეუბნება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი.


როგორც ჩანს, სააკაშვილი დარწმუნდა, რომ მართვის სადავეები ზედ არჩევნების წინ შესაძლოა ხელიდან გაექცეს, პარტია ორად გაიხლიჩოს და ამიტომ, საკუთარ შტაბს აკეთებს, ეს შტაბი იქნება სრულად დაკომპლექტებული უკრაინა მოვლილი ახალგაზრდებიდან და დაემორჩილება მხოლოდ მიშას. ეს შტაბი იქნება აქციების დამგეგმავი, პერფორმანსების ჩამტარებელი და ეს შტაბი სრულად დაფინანსდება უკრაინიდან. ახალგაზრდებმა შეკრება უკვე დაიწყეს და ისინი მზად არიან, პრეზიდენტის ბიბლიოთეკა სრულად აითვისონ.


პარალელურად, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ თუ არსებული საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცვლება და მთლიანად პროპორციულზე არ გადავა, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლა არის. მართალია, ასეთ შემთხვევაში, ნაციონალებს სხვა პარტიების დარად მაჟორიტარული ოლქების მოგების პრაქტიკული შანსი არ ექნებათ, მაგრამ ისინი დარწმუნებული არიან, რომ მეორე ადგილზე მარტივად გავლენ, შესაბამისად, პროპორციული სიით ყველაზე მეტ დეპუტატს შეიყვანენ და მთავარი ოპოზიციური ძალის გარდა, პარლამენტში უმცირესობის კვოტასაც სრულად მიიღებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად ექნებათ საპარლამენტო თანამდებობები და რაც მთავარია, საყოველთაო პროტესტი თუ დაიწყება, ყველაზე მეტი პრეტენზია სწორედ ნაციონალებს ექნებათ. აი, 50/100 ან სხვა მოდელით არჩევნების ჩატარება, ნაციონალების ინტერესში არ შედის.
„შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, თუ 50/100-ზე ჩატარდება არჩევნები, ნაციონალებს რატომ არ უნდა აწყობდეთო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში, ოლქები გამსხვილდება და მაჟორიტარებს მეტი ფასი დაედებათ. შედეგად, კონკრეტულ ოლქებში მაჟორიტარები ბევრად მეტ ხმებს მიიღებენ და ეს პროპორციულ სიას დაარტყამს და ნაციონალებს დაგეგმილზე ნაკლები ოდენობა შეხვდებათ. ეს ყველაფერი დათვლილი და გათვლილია. ამიტომ არის, გრიგოლ ვაშაძემ გასაგებად რომ თქვა, დროა, წინასაარჩევნო კამპანია დავიწყოთო და ამიტომ არის, ამერიკაში მყოფმა არჩილ თალაკვაძემ რომ განაცხადა, თუ თებერვლის ბოლომდე 50/100-ზე ვერ შევთანხმდებით, მაშინ ყველაფერი უცვლელი დარჩებაო. ანუ, ეს პროცესი ხელისუფლებასაც აწყობს და მათაც უნდათ, რომ მეორე ძალა სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყოს, ძალა, რომელსაც მათი აზრით, ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს“, -გვეუბნება ჩვენი წყარო.


სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ, რომ საყოველთაო მოსაზრებით, ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს, სააკაშვილი გუნდის ასპროცენტიან რებრენდინგს ცდილობს, ანუ თვითონ და ახალგაზრდები. თავისთავად, ეს ძველებს არ აწყობთ და დაპირისპირებაც ამის ნიადაგზეა.
მეორეს მხრივ, თითქოს აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება და „მთავარი ოპოზიციური ძალა“ შეხმატკბილებულად მოქმედებენ და ორივე ერთმანეთის ხარჯზე აპირებს ფონს გასვლას. „ქართულმა ოცნებამ“ წამზომი არჩილ თალაკვაძის პირით ჩართო, ანუ თუ თებერვლის ბოლომდე შეთანხმება შედგება, ხომ კარგი, თუ არა და მმართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აღარ აპირებს. გადაჭრით შეგვიძლია გითხრათ, რომ მთელი ოპოზიცია რომ შეთანხმდეს 50/100-იან მოდელზე, წინააღმდეგი ნაციონალური მოძრაობა წავა და ამ კანონს არაფრისდიდებით არ მიაღებინებს ხელისუფლებას.


წამზომის ჩართვის გარდა, არანაკლებ საინტერესო მესიჯი გააჟღერა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მმართველი გუნდი არჩევნებში მინიმუმ 50%-ის აღებას აპირებს, რაც დღეს არსებული კანონმდებლობით, არჩევნების შემდეგ, მარტივად იქცევა 65-68%-ად და საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არა, აბსოლუტური უმრავლესობა „ოცნებას“ ნამდვილად ექნება.


ის, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის წინააღმდეგი არსებული კანონი დარჩეს, უკვე იციან სხვა ოპოზიციურმა ძალებმა. ამის თაობაზე მწვავე კამათიც გაიმართა ნაციონალების ლიდერებსა და კიდევ ორი პარტიის, ლეიბორისტებისა და ევროპული საქართველოს ხელმძღვანელებს შორის. დეტალებს რომ მივყვეთ, ნაციონალებმა გადაჭრით თქვეს, რომ ორი უკიდურესობა აქვთ – ან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა კანონმდებლობა, ან ისინი სხვა არცერთ ვარიანტს მხარს არ დაუჭერენ. ეს რა თქმა უნდა თითქოს დანარჩენ ოპოზიციასაც უნდა აწყობდეს, მაგრამ როგორც გითხარით, დანარჩენ ოპოზიციას ყველაფერი აწყობს, გარდა აღნიშნული კანონის დატოვებისა, რისკენაც პოლიტიკური სპექტრი დიდი ნაბიჯებით მიდის.


„მართალია, ხმამაღლა არ ახსენებენ, მაგრამ აღიარებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი თავისტკივილი „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება. ევროპული საქართველო დარწმუნებულია, რომ პატრიოტთა ალიანსი მათი მთავარი კონკურენტი იქნება მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, პარალელურად, ყველა ხვდება, რომ ოპოზიციაში ფულით თამაშს დაიწყებს მამუკა ხაზარაძე. მისმა „ლელომ“ უკვე აქტიური მოქმედებები დაიწყო და რეგიონებში პარტიის აქტივს აგროვებენ. „ლელოს“ წარმომადგენლები მიდიან სოფლის ავტორიტეტებთან, ადამიანებთან, რომლებსაც გავლენა აქვთ და პირდაპირ ეუბნებიან, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში, მსუყე პრემიას მიიღებენ. მსუყე პრემიაში კი 20-25 ათასი ლარი იგულისხმება, ანუ დაახლოებით იგივე მარჟა, რაც შეიძლება ხელისუფლებამ და სხვა ვერავინ გადაიხადოს“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.


ასეა თუ ისე, წინ აშკარად საინტერესო დღეები გველოდება და ეჭვი გვაქვს, ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებული დაპირისპირება გარეთ სწორედ მიმდინარე კვირაში გამოვა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე მეტად, 50/100-იან სისტემაზე გადასვლას ყველაზე მეტად სწორედ ნაცები გააპროტესტებენ და ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ამ სქემას დათანხმდება, მოღალატედ გამოაცხადებენ და იტყვიან, რომ ისინი ივანიშვილს მიეყიდნენ.

ანი დვალიშვილი

ალია №5

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი
ახალი ამბები

“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი

20:32 05-12-2022
ვიცი, რამდენსაც იხდის ხელისუფლება, რომ ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში და ისიც ვიცი, ამ პარტიების გარდა, კიდევ ვის ევაჭრება, რომ შეათრიოს იქ – ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან
ახალი ამბები

„როდესაც დამონებული ხარ, ღირსება აყრილი ხარ, „დაჩმორებული“ ხარ და მარტო მშვიდობა გაქვს, ღირს ასეთი მშვიდობა?“ – სანდრო ბრეგაძე

22:06 05-10-2022
„რუსეთამდე  600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო  და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე
ახალი ამბები

„რუსეთამდე 600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე

22:15 05-09-2022
„უსაფრთხოების სამსახურში მასალები 4 კატეგორიად იყოფა“ – რომელი კატეგორიის მასალებმა გამოჟონა და ვის მიუწვდებოდა მასზე ხელი?
ახალი ამბები

„ძალიან საინტერესოდ დგას საკითხები ამ მიმართულებით“ – რას ამბობს რუსეთ-უკრაინის ომზე ვახტანგ მაისაია

21:49 05-05-2022

ბიზნესი

ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“

18:37 05-13-2022
გოგონა სკაუტები „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე
ბიზნესი

გოგონა სკაუტები „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე

02:17 05-12-2022
ჩიჟი-ბიჟი ქათმის ბარკლებით – ვიდეორეცეპტი
ბიზნესი

ჩიჟი-ბიჟი ქათმის ბარკლებით – ვიდეორეცეპტი

02:18 05-12-2022
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის

02:19 05-12-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved