• რეკლამა
  • კონტაქტი
06:54, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” დიდი ალბათობით, ივანიშვილი ხორბლის სქემაში მონაწილეობს – ამიტომ სანქციებს იმსახურებს” – ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
15:43 05-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
409

პარტია დროას ლიდერის,  ელენე ხოშტარიას თქმით, ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარი სწორედ უკრაინიდან მოპარული ხორბლის პრორუსულ ქვეყნებში სანქციების გვერდის ავლით გაყიდვას უკავშირდება.

“7 მაისს გერმანიის განვითარების მინისტრმა, სვიენა შუნცემ რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის და მის პრორუსულ ქვეყნებში გაყიდვაზე ისაუბრა. კერძოდ, ვციტირებ “პუტინმა უკრაინიდან მარცვლეული მოიპარა და მას მხოლოდ ცალსახად პრორუსულ ქვეყნებს გაუზიარებს”. 8 მაისს უკვე ზელენსკიმ ისაუბრა, რომ მას არ სურს დაასახელოს კონკრეტული ქვეყნები, მაგრამ ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომ რუსეთმა მოიპარა მარცვლეული და მას გაუზიარებს ასევე პრორუსულ ქვეყნებს. 10 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გააკეთა ანალოგიური განცხადება.

დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილის და ევტუშენკოვის საუბარს ხორბალთან დაკავშირებით და საქართველოში ალი უზდენოვის ვიზიტს. ალი უზდენოვი სასოფლო სამეურნეო ბიზნესში 2016 წლიდან ერთვება და ევტუშენკოვის Sistema-ს გადაწყვეტილებით, ისინი ქმნიან სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგ სტეპს. 2018 სტეპმა, რომელიც Sistema-ს ნაწილია, აზოვის ზღვაში მარცვლეულის პორტის მშენებლობა დაიწყო. ანუ, ალი უზდენოვი და ევტუშენკოვი კონკრეტულად არიან ხორბლის ბიზნესში, არიან დიდი მასშტაბით და, სხვათა შორის, ღარიბაშვილის სიტყვებიც მინდა გავიხსენო – მას წამოსცდა, რომ ეს ვიზიტი სწორედ ხორბალს ეხებოდა და შემდეგ დაიწყეს ამის უარყოფა”. – თქვა ხოშტარიამ.

დროას ლიდერის თქმით, ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ივანიშვილის სწორედ ამ სქემაში მონაწილეობს და საზოგადოებას მოუწოდებს, მოითხოვონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

“საბოლოო ჯამში, იკვრება სურათი რომ მთელი მსოფლიო ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ ხორბლის სქემაში სანქციების თავიდან არიდების მცდელობებს და ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სქემაში მონაწილეობს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს სქემა არის ბიძინა ივანიშვილის და არა ქართველი ხალხის, შესაბამისად, სანქციებს იმსახურებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი და არა ქართველი ხალხი. ამიტომ, პირიქით, ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, რომელიც არის აბსოლუტურად ერთსულოვანია უკრაინის მხარდაჭერაში, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ყველამ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს სანქცირებული”. – თქვა ხოშტარიამ.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved