დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. აღნიშნულ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შემთხვევის დროს, აივანზე ქალი იდგა, რომელიც, სავარაუდოდ, სარეცხს ფენდა.
აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილი, დაახლოებით, 70 წლის ქალია.
წყარო: rustavi2.ge
კომენტარები