„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა:
„არავითარი მოლაპარაკება არ იქება ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე. პირადად მე არანაირ დიალოგის მაგიდას არ მივუჯდები, თუ ჩემი კოლეგა დაუყოვნებლივ არ იქნება ციხიდან გათავისუფლებული. ჩვენი კომპრომისი არის ის, რომ ვმოქმედებთ მშვიდობიანად, კონსტრუქციულად, კარგი გაგებით ევროპულადაც და არ ვძაბავთ სიტუაციას”
ფოტო შარშან თავად ნიკა მელიამ გამოაქვეყნა და იგი 2004 წელსაა გადაღებული:
“გადაღებულია 2004 წლის 24 დეკემბერს, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში. მე ლონდონიდან მოვფრინავდი და ბატონი შალვა ამერიკიდან, მივედი და ვთხოვე ფოტოს გადაღება”
კომენტარები