“ქართული ოცნების” თავმჯდომარე მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ახალგორი მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ჩააბარა”.
მისი თქმით, “სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის ჩაბარებული ტერიტორიები 10 წელიწადში ვერ დაიბრუნებენ”.
ახალგორის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდებოდა საქართველოს ხელისუფლების დე ფაქტო და დე იურე კონტროლი 2008 წლამდე. სამწუხაროდ, ეს რაიონი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას ჩააბარა, რამაც უკიდურესად დაამძიმა არა მარტო ქვეყნის მდგომარეობა ამ კუთხით, არამედ იმ მოსახლეობის მდგომარეობაც, რომელიც ამ რაიონში ცხოვრობს.
დიახ, სააკაშვილმა ჩააბარა და იმის მერე ვერ ვიბრუნებთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მაგრამ სააკაშვილის გაფუჭებულს ჩვენ ვერ გამოვასწორებთ”- განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები