რამდენიმე წუთიც და საპარლამენტო არჩევნები 2020, დასასრულს მიუახლოვდება.
მმართველი პარტია ამბობს, რომ იმარჯვებს და ოპოზიცია პასუხობს, რომ მმართველი პარტია უკვე დამარცხებულია.
მალე ეგზიტპოლების შედეგების გავრცელება დაიწყება, პარალელურად კი პარლამენტის შენობაში და მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილია ძალოვნები.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა თბილისის მერია, რომ რუსთაველზე შეკრებას აპირებენ.
საარჩევნო უბნებზე დარღვევებს, დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეაჯამებენ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მხიარული ფოტო – ძაღლი საარჩევნო უბანზე. “ალიას” ინფორმაციით, ძაღლი იმის მხარდამჭერი იქნება, ვინც აჭმევს, ზამთრისთვის სახლს აუშენებს, მის ლეკვებს და მას თავდასხმისგან დაიცავს და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს დაპირდება. პრინციპში, ისევე, როგორც ხალხი!
სანამ პირველადი შედეგები გავრცელდება, ამ ეტაპზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ საარჩევნო უბნებზე, მოსახლეობის დიდი აქტიურობა შეიმჩნეოდა, რაც როგორც წესი, საქართველოში მაშინ ხდება, როცა ხალხს ცვლილება სურს!
კომენტარები