• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დღევანდელი დეპუტატების, მინისტრების, მოსამართლეების თუ გამგებლების 70% სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები არიან, ხოლო 20% ის ხალხია, ვინც სახლში ყავას სვამდა და ტელევიზორში უყურებდა ჩვენს ბრძოლას” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:49 01-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
635

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,1. რატომ ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს? სააკაშვილის რეჟიმმა ქუჩაში 150-ზე მეტი ახალგაზრდა კაცი მოკლა, სააკაშვილის რეჟიმი აუპატიურებდა და კლავდა ადამიანებს ციხეებში და ციხეებს მიღმა! „ქართული ოცნება“ არც კლავს და არც აუპატიურებს ადამიანებს, არც ციხეში და არც ქუჩაში!

2. სააკაშვილის რეჟიმის მმართველობისას დემონსტრანტებს აპატიმრებდნენ, ხელჩართული ჩხუბებიც იყო და დარბევებიც! გია მაისაშვილს თავში რეზინის ტყვია ესროლეს, რამაც ,საბოლოო ჯამში, სასიკვდილოდ დაუზიანა ჯანმრთელობა! კობა დავითაშვილიც სასტიკად ცემეს და სასიკვდილოდ დააზიანეს! ბევრი სხვა ფაქტიც იყო. „ქართული ოცნებაც“ აპატიმრებს დემონსტრანტებს, ქუჩაში ხელჩართულ ჩხუბსაც ვხედავთ. მადლობა ღმერთს, სასიკვდილოდ არავინ დაზიანებულა, მაგრამ საშიშროება ხომ არსებობს?! საზოგადოებას ეს არ მოწონს, არ ეგუება და არც შეეგუება, ნუთუ ამას ვერ ვხვდებით?!

3. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაშინაც კი, როცა ხელისუფლება დამნაშავე არ არის. ფიზიკური ძალადობა დღითიდღე მეტ და მეტ ადამიანს განაწყობს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, მაშინაც კი, როცა ხელისუფლება უდანაშაულოა.

4. ჩვენ 10 წელი ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, ციხეებში ისხდნენ ჩვენი ოჯახის წევრები, მაგალითად, ჩემი ძმა, სხვების ძმები და მამები. ფიზიკურად ვჩხუბობდით ქუჩებში, მათ შორის, პირადად მეც! ვამხელდით სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებებს – თბილისშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც! მათ შორის, პირადად მეც! და სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის წვლილი ნამდვილად აღემატება დღევანდელი პარლამენტისა და მთავრობის აბსოლუტურად ყველა წევრის წვლილს! ამას ვამბობ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე.

5. როგორ მოხდა, რომ „ქართული ოცნების“ რიგებიდან განიდევნენ ადამიანები, რომლებიც ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს? როგორ მოხდა, რომ პოლიტიკური ველიდან იდევნება ყველა ის ადამიანი, ვინც დაამარცხა სააკაშვილის რეჟიმი? როგორ მოხდა, რომ სააკაშვილები და ძმანნი მათნი, ქუჩაში რომ ვერ გამოდიოდნენ და ბუჩქებში იმალებოდნენ, დღეს წამყვან პოლიტიკურ ძალებად გვეცხადებიან? როგორ მოხდა, რომ დღევანდელი დეპუტატების, მინისტრების, მოსამართლეების თუ გამგებლების 70% სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები არიან, ხოლო 20% ის ხალხია, ვინც სახლში ყავას სვამდა და ტელევიზორში უყურებდა ჩვენს ბრძოლას. ჩვენ რა, დავბრმავდით? „ქართულ ოცნებაში“ 10% თუ მოიძებნება, ვინც მართლაც ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს. „ქართული ოცნება“ 8 წელი მაინცაა, რაც პატრიოტულ ძალებს ებრძვის! ებრძვის მიზანმიმართულად და სრულიად დაუმსახურებლად! „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაუმკვიდრა ადგილი პოლიტიკურ ველზე სააკაშვილის ორბიტის ხალხს, რომლებიც ამ პოლიტიკური ველიდან ერთხელ უკვე იყვნენ განდევნილი და განულებული!

6. გაყალბდა თუ არა არჩევნები? თუ ვინმეს გაუყალბეს არჩევნები, პირველ რიგში, მე გამიყალბეს. მე არჩევნები ორჯერ გამიყალბეს საგარეჯოში და ეს მთელმა ქვეყანამ იცის. რომ ვერ მიგებდნენ, ბოლოს, თინა ხიდაშელმა ჯარის ნაწილები შემოიყვანა და უკანონოდ მიაცემინა ხმა. დღეს კი სწორედ ხიდაშელები ამხობენ ამათ! ვტყუივარ რამეს? 2020 წელს ჩემთვის მოპარული პროცენტები რომ გადაუნაწილეს 5 პარტიას, პარლამენტში შეათრიეს და ერთ წელიწადში ირაკლი ღარიბაშვილმა თავად რომ აღიარა,- ნული პროცენტი ჰქონდათ და ძლივს შევათრიეთ პარლამენტშიო, არ გახსოვთ ეს? არც ის გახსოვთ, ირაკლი კობახიძე ჩვენზე რომ ამბობდა: 20% ჰქონდათ და გავანულეთო? 100 000 ადამიანი ოთხჯერ შევკრიბეთ თავისუფლების მოედანზე. 2020 წლის არჩევნებამდე 11 დღით ადრე ჩვენი მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბნენ და გადაჭედეს თავისუფლების მოედანი და ამის მერე, უფრო ნაკლები ხმა დაგვიწერეს, ვიდრე თავისუფლების მოედანზე ხალხი იდგა, ესეც არ გახსოვთ? და ეს ყველაფერი ვინ გააკეთა? თუ ვინმეს სჯერა, რომ ამ არჩევნებზე გვარამიამ ჩვენზე მეტი ხმა მიიღო, ის ან არაამქვეყნიურია, ან ბრიყვია. ასე რომ, არჩევნები გაყალბდა და, პირველ რიგში, გაგვიყალბეს ჩვენ – პატრიოტულ ძალებს!

7. „ქართული ოცნება“ რომ გამოდის და გვეუბნება: მარგველაშვილი მოღალატეა, ზურაბიშვილი მოღალატეაო, ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ ფავორიტები არ იყვნენ?! განა მარგველაშვილი ან ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ დაძალებით (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) არ იქნენ არჩეულნი?!

8. 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გვეუბნებოდა: გახარია საუკეთესოთა შორის საუკეთესოაო და 3 თვის მერე ხალხს უმტკიცებდნენ: მოღალატეაო! ეს ასე იყო, თუ მე მეშლება რამე?

9. ვიმეორებ: „ქართულმა ოცნებამ“თავისი რიგებიდან მებრძოლი ხალხი განდევნა. მათ ნაცვლად, ისევ მიშისტები, სოროსიტები, სამზარეულოში მსხდომი, უბიოგრაფიო და საერთოდ, უმაქნისი, მაგრამ მართვადი ადამიანები შემოათრია პოლიტიკაში. ახლა ეს ადამიანები საკუთარი უვიცობით თავსაც იღუპავენ, ამ ქვეყანასაც ღუპავენ და ჩვენც გვღუპავენ! სხვათა შორის, თავისსავე ლიდერს ბიძინა ივანიშვილსაც ღუპავენ!

10. ის, რომ ვაშინგტონში, ბრიუსელსა და სტრასბურგში დღეს 4 პარტია დადის, რომელთა რეიტინგი „ქართულმა ოცნებამ“ ხელოვნურად შექმნა, ამას ვერ ვხედავთ? სალომე ზურაბიშვილი ტრამპს ხვდება და „ქართული ოცნება“ – ვერ ხვდება და ვისი ბრალია ეს? ჩემი ბრალი არ არის. სწორედ ტრამპზე ამბობდა „ქართული ოცნება“: ჩვენს სასიკეთოდ შეცვლის ყველაფერსო. არადა, ინაუგურაციამდე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ტრამპის შვილს, მომავალ სახელმწიფო მდივანს და მომავალ თავდაცვის მდივანს. აქაც სრული ბუნდოვანებაა.

11. „ქართული ოცნების“ ტელევიზიებმა საბჭოთა კავშირში რომ დაგვაბრუნეს, ეს ტყუილია? ქვეყანას სანქციები ემუქრება და ეს არაფერი არ არისო. ბიზნესმენები საჯაროდ უპირისპირდებიან ხელისუფლებას და „ქართული ოცნება“ გვეუბნება: არაფერი არ ხდებაო. ათიათასობით ახალგაზრდა ქუჩაში დგას და ესენი მიშისტები არიანო. თუ ქვეყანაში ამდენი ახალგაზრდა მიშისტია, დავღუპულვართ და ესაა.

12. არ შეიძლება, ვცხოვრობდეთ ილუზიით, რომ ქვეყნის ბედს ამ კრიტიკულ ვითარებაში წყვეტს ან „ქართული ოცნება“, ან ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებული 4 პარტია! ჩემთვის ნათელია, რომ ქვეყანაში ღრმა კრიზისია. ჩემთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ამ კრიზისს ვერ უმკლავდება. მე რომ “ქართული ოცნების” ადგილზე ვყოფილიყავი, დიდიხნის წინ ჩავიდოდი აქციების მონაწილე ახალგაზრდებთან. ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე დაპირისპირება დაიწყებოდა. მოგვიანებითაც ჩავიდოდი. მოვუსმენდი. გავიაზრებდი. გამოსავალზე ერთად მსჯელობას შევთავაზებდი. მე რომ „ქართული ოცნების” ადგილზე ვიყო, ახლა მითუმეტეს არ ვიქნებოდი ჩაკეტილი. დაუყოვნებლივ შევქმნიდი ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკონსულტაციო ფორმატს და ამ ფორმატში მოვიწვევდი პატრიოტულ ძალებსაც, ბიზნესმენებსაც, ახალგაზრდებსაც და საერთოდ, ადამიანებს, რომელთა სიტყვასაც წონა აქვს. სწორედ ამ ფორმატში მოვძებნიდი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მშვიდობიან და მაქსიმალურად უმტკივნეულო გზას, რომელიც იზოლაციასაც აგვაცილებდა, სანქციებსაც და ყოველგვარ ძალადობასაც! გაცნობიერებული მექნებოდა, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს!“

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved