უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
საქართველოს ეკლესიის მეთაურმა გადასატანი ყუთით ისარგებლა და ხმა საპატრიარქო რეზიდენციაში მისცა.
,,დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს. იმედით ვართ.
ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი და საქართველო! იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა!”, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
კომენტარები