დღეს, 16 ოქტომბერს 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
თავდაპირველად ის 14 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო უკრაინელმა აქტივისტებმა ის გადადეს.
14 ოქტომბერს უკრაინელები ერთდროულად სამ დღესასწაულს აღნიშნავენ – უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღესა და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით იმართება საზეიმო აქცია #DefendingUkraine, რასაც 14 ოქტომბერს თბილისიც უნდა შეერთებოდა.
კომენტარები