• რეკლამა
  • კონტაქტი
04:02, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ისევ ქ.ო. მოიგებს, ეჭვი არ შეგეპაროთ… ” – ოთარ ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
06:01 03-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
262
დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი  ოთარ ფანცულაია
“კაი, გავიგეთ რომ კოლაბორაციონისტული პროსუსული ხელისუფლება გვყავს.. ყური იმასაც მიეჩვია, რომ ჩვენი ხელისუფლების გინებაში ზოგჯერ ჩვენი სახელმწიფოსკენაც გამოექცევათ ხოლმე არცთუ კორექტული შეფასებები..
გავიგეთ, რომ ალტინფოც და ყველა პუტინისტური პარტია თუ ორგანიზაცია რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკური ქვედანაყოფია..
გასაგებია, რომ ქართული ოცნების ორაზროვანი პოლიტიკა ოპოზიციისთვის არის ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა..
და რა მერე?
ერთი ადამიანიც არ მინახავს, ვისაც აქამდე არ მოსწონდა ენმ და ახლა მოსწონს. თქვენ გეგულებათ ვინმე ასეთი?
შეწყვიტა მიშამ მორიგი უვადო შიმშილობა და ამაზე ახლა ოპოზიციაშიც ნერვულად ეღიმებათ.
ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ახალი ელექტორატის მოზიდვა ვერ მოახერხა. ისინი არ იცვლებიან, მათი სტილი და რიტორიკა არ იცვლება, მათ არ გააჩნიათ იდეები,ამიტომ ახალ ჭირს ხალხი ისევ შეჩვეულ ჭირს არჩევს, იმიტომ რომ მათ რეპუტაციული უპირატესობა ვერ მოიპოვეს.
ყველა კოზირი ხელში აქვთ და ამ დროს პრორუსულ, კოლაბორაციონისტ, ორაზროვანი პოლიტიკის გამტარებელ ხელისუფლებასთან რეპუტაციული უპირატესობა ვერ მოიპოვეს!
დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ისევ ქ.ო. მოიგებს, ეჭვი არ შეგეპაროთ.. არა იმიტომ, რომ ამომრჩეველს ის მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამომრჩეველის ნდობა ვერ მოიპოვა. უკრაინის თემაც კი ჯეროვნად ვერ გამოიყენეს.
სტრატეგია: “ხელისუფლება ცუდია, ამიტომ აგვირჩიეთ ჩვენ” – არ მუშაობს, არც ოდესმე უმუშავია და არც მომავალში იმუშავებს. მათ ამის გაგება არ სურთ.
მიზეზი?
ოპოზიციური პარტიები ისევ მხოლოდ საკუთარ ელექტორატთან მუშაობენ, ხოლო ამ მოჯადოებული წრის გარეთ თავისი იდეების გავრცელება აზრადაც არ მოსდით, მათ უბრალოდ არ მოსწონთ ის ადამიანები, ვინც მათ მხარეს არ დგანან, ამიტომ თვლიან, რომ მათთან საუბარი არ ღირს.
რეალურად ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთის კონკურენტია და არა ხელისუფლების.
ისიც არ მესმის, ეს რანაირი კონკურენციაა, როცა ყველა მათგანის რიტორიკა ერთი ერთში იმეორებს დანარჩენის რიტორიკას..
წყლის ნაყვაა ამათი ცოდვილობა, გინდ იქეთ, გინდ აქეთ..
კიდევ როგორ უდგია ქვეყანას სული..”
თეგები: ოთარ ფანცულაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved