• რეკლამა
  • კონტაქტი
23:57, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს ყოველმა ჩვენგანმა ღრმად უნდა ჩაიხედოს თავის გულში და დაინახოს, რა არის მასში ჩაბუდებული – სიკეთე თუ ბოროტება? – საპატრიარქოს უწყებანი

ალია ავტორი - ალია
14:34 07-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

 საპატრიარქოს უწყებანი წერს:

„წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი არის სიყვარული!“ ეს უნდა ახსოვდეს ყოველ ადამიანს და ყოველი ადამიანი უნდა იყოს ღვთისმოსავი.

ასე დაწესდა წმინდა სამების კიდევ ერთი სადიდებელი დღესასწაული.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა არის სიყვარული. ადამიანი ვერასდროს ჩაწვდება ღვთის არსს და ასევე ვერასდროს ახსნის, რა არის სიყვარული. ერთი მეცნიერი ამბობს: „მე არ მინახავს ღმერთი, მე ვნახე მხოლოდ მისი კვალი, რომელიც გამოვლინდა ბუნებაში“.

მართლაც, ყველაფერში ვლინდება, რომ ღმერთი არის სიყვარული. ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება ადამიანებს შორის და, ზოგადად, დედამიწაზე. ამაზე გვმართებს დაფიქრება.

ადამიანი უნდა დაუკვირდეს თავის თავს და განსაჯოს, არის თუ არა იგი ტაძარი სულისა წმიდისა, ტაძარი სიყვარულისა, არის თუ არა სიყვარული ადამიანში. თუკი ადამიანი მუდამ ამაზე ფიქრობს იგი ცხონების გზაზე დგას და ასეთ შემთხვევაში მის გარშემო მრავალი ადამიანი ცხონდება.

მაშასადამე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის მატარებელი მადლისა სულისა წმიდისა. მადლი სულისა წმიდისა კი არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი…

დღეს ყოველმა ჩვენგანმა ღრმად უნდა ჩაიხედოს თავის გულში და უნდა დაინახოს, რა არის მასში ჩაბუდებული – სიკეთე თუ ბოროტება? განიცდის თუ არა ადამიანი თავის ცოდვებს? როგორც ამბობს ეფრემ ასური: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ბედნიერია ადამიანი, თუ მასში არის ეს განცდა და ამასთან, არ არის განკითხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დგას განწმენდის გზაზე. ასეთი ადამიანის სულიერი სამყარო ცარიელი არ დარჩება, მას შეავსებს მადლი სულისა წმიდისა…”

ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 2007 წელს, გერგეტობას, სიყვარულის დღეს წარმოთქმული ქადაგებიდან,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და მდგომარე-(ი)ს გამოსახულება

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2007 წელი

[ფოტო „საპატრიარქოს უწყებანის“ არქივიდან, 2002 წელი]

თეგები: საქართველოს პატრიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved