• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს მომივიდა ენერგიის მომწოდებლის ინფო, რომ ჩემი სახლის ენერგიის მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:05 04-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
479

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“ოთხი წლის წინ შვედეთში ვისვენებდი, ძალიან მომწონს გვიანი შემოდგომის ბალტიის ზღვა, ქარი, ნისლი, ზეცასა და ზღვას შორის საზღვრის არარსებობა- მოკლედ, უცებ წარმოგიდგება თვალწინ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე წყლიდან ხმელეთზე ისე ამოვიდა, რომ ვერც კი გაიაზრა.
ასეთ პირობებში ცივილიზაციის მიღმაობის მიუხედავად ასი პროცენტით ხარ დამოკიდებული ცივილიზებულ ტენოლოგიებზე
გათბობა
სინათლე
კომუნიკაციის უწყვეტობა
სახლი, სადაც 10 დღე გავატარეთ საკმაოდ დიდი იყო, 2 სართული, 120 კვ.მ. , საუნა, შიდააუზი წყლის ჭავლით, ნაწილობრივ ელექტრული ნაწილობრივ პელეტის ბუხარი…
დღეში გადასახადი ბევრი არ იყო, მაქსიმუმ 75 ევრო,
ოღონდაც ამას ემატებოდა ენერგიის თანხა
ეს მერე წავიკითხე, ხელშეკრულების დადების მერე და მეუღლემ ეგრევე მიხსენა რომ ,,რათმაუნდა არ იფიქრე გათბობის გადასახადზე ამ სუბტროპიკული ქვეყნის ტიპმაო, მინიმუმ ერთი მაგდენი უნდა გადაიხადო დენი, გაზი, პელეტიო..,, გააზვიადა რათმაუნდა.
მოკლედ,
სანამ ჯაკუზის და ბუხარს ჩავრთავდით, დავუკავშირდი გამქირავებელს.
კი შემრცხვა კითხვა, ხო წარმოგიდგენიათ, რას ეკითხები ,,გათბობა რამდენი დაჯდება?,,
საქართველოში ალბათ მეტყოდნენ, არაფერი, თუ საბანს დაიხურავო და არაფერს გამოიყენებო.
მოკლედ, შემატყო გამქირავებელმა ჩემი მორიდებულობა და არ მკითხა, რისი გამოყენება მინდოდა,
უბრალოდ მითხრა
თუ ყველაფერს ყოველდღე გამოიყენებ, მაქსიმუმ 30 ევროო.
ამოვისუნთქე და ვკითხე, ესეიგი ათ დღეში 300ევროა და წინასწარ გადმოვრიცხო მეთქი?
არა, რა 300 ევრო, სულ, ათივე დღე მაქსიმუმ 30ევროო.
არ დავიჯერე,
ასაკოვანი კაცი იყო და ჩავეკითხე.
ეტყობა მიჩვეული იყო ასეთ კითხვებს და მითხრა
მაგ სახლსო გარეთ რომ გაიხედავ, აი იმ ყვითელ სვეტებს ხედავო?
კი მეთქი, მე სათამაშო მეგონა, ეს მყარი პლასტმასის სვეტები, დაახლოებით მეტრნახევარი სიმაღლის, ერთიმერესგან ასე ნახევარი მეტრით მოცილებული, ეზოს ცოტა ამაღლებულ ნაწილში. გაჰკრავ ხელს და ლერწამივით იხრება და ზუზუნებს დაბალ ხმაზე.
აი ესოო, იმ კაცმა მითხრა, ქარის ვიბრაციული ელექტროწყაროა, საჭირო ენერგიის მესამედს იძლევაო.
ქარის ბორბლის ნაცვლად ქარით გამოწვეული ვიბრაცია იმუშავებს ენერგიას.
ეთამაშე დღედაღამ თუ გინდა, ნაკლების გადახდა დაგჭირდებაო.
მეორე
სარდაფში თუ ჩახვალ, ხელი არაფერს მოჰკიდო, იქ სითბოს სატუმბავიაო.
ვეკითხები, გეოთერმული მეთქი?
არაო, გეოთერმიას იმდენი ბურღვა და დოკუმენტაციის მოგროვება უნდა, მაგის თავი სად მაქვსო.
უბრალო სითბოს კონცენტრატორია, მაცივარი ხომ იცი, აი იმის საპირისპირო, გარეთა სითბოს იღებს, უკეთებს კონდენსირებას და თბილ წყლად შენს ოთახებში და საშხაპეში მოდისო.
და კიდევ, სახურავზე ნუ ახვალ, 15 კვ.მ ფოტოვოლტაჟიაო.
მოკლედ, ორი დღე და ღამე ვიკვლევდი ამ დანადგარებს, მთელი დოკუმენტაცია და აპარატურის ინფო იქვე სახლში იყო.
აწყობილი სისტემა ჰქონდა ამ კაცს და წელიწადში 6 თვე საერთო სისტემაზე ყიდდა ენერგიას და წელიწადი ასე ზამთრის 6 თვე საერთო სისტემიდან დაახლოებით 20პროცენტი საჭირო ენერგიის 20 პროცენტის დამატება ესაჭიროებოდა.
გერმანიაში როგორც კი დავბრუნდით, ეგრევე გავიკითხე სითბოს ტუმბის აპარატი, დიდი მაცივრის ხელა რამაა
მაშინ თავისი მონტაჟით სულ 7 ათასი ევრო ღირდა და ნორვეგიულმა ფირმამ მოიტანა და დაგვიმონტაჟა.
გადავედით სხვა ქალაქში და წავიღეთ
ახალი დამონტაჟება ალმატურის შეცვლის გამო ორნახევარი წლის წინ 2 ათას ევრომდე დაჯდა.
დღეს მომივიდა ენერგიის მომწოდებლის ინფო, რომ ჩემი სახლის ენერგიის მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა.
ბევრი კი არაა, წელიწადში სადღაც 500 ევრომდეა და მესამე წელია ინვესტიციის სადღაც 15 პროცენტი ამოიღო დღემდე,
უბრალოდ კარგი გრძნობაა.”
თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved