პოლიტიკური მოვლენების სავარაუდო განვითარებაზე და ლიდერების დაკარგულ თუ შეძენილ შანსებზე ambebi.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა:
ლევან ვასაძის გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის აუცილებლად შემოვიდოდა პოლიტიკაში და ასეც მოხდა – ისეთი დრო შეარჩია, როცა ელექტორატის გარკვეული ნაწილი თავისუფალია, როდესაც პოლიტიკური ასპარეზი დატოვა ივანიშვილმა და მესამე ძალა ისევ მოთხოვნად დარჩა.
რაც შეეხება გახარიას, მას აქვს თავისი პოლიტიკური კაპიტალი. შესაძლოა მასთან გადაბარგდნენ, მაგრამ ისაა საინტერესო, ეს დეპუტატების რა კატეგორიაა. მეორე – გახარიას ექნება ფრაქცია, მაგრამ ჩემი აზრით, მისი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ პარტიის გამოცხადებამდე ფრაქცია შექმნა. ეს ფრაქცია არც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამან გახარიას მიმართ ირონია უფრო გამოიწვია, ვიდრე პოზიტიური შეფასება. პოლიტიკაში მესამე ძალის პრეტენზია თუ გაქვს, ჯერ პარტიის პრეზენტაცია უნდა გააკეთო, მერე ფრაქცია შექმნა, მერე გადავიდოდნენ დეპუტატები და ეს გააჩენდა საზოგადოებაში განცდას, რომ გახარია ძლიერდება.
არ გამოვრიცხავ ვადამდელ არჩევნებსაც, მაგრამ არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება. ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები, “ოცნება“43%-ს აიღებს, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება 6 თვის შემდეგ. ისეც მეეჭვება, “ოცნებამ“ დაკარგოს უმრავლესობა, ვინაიდან ასეთი პრაქტიკა ჯერ საქართველოში არ ყოფილა, რომელიმე მმართველ ძალას უმრავლესობა დაეკარგოს პარლამენტში. ისინი, ვინც დავუშვათ, გახარიასთან გადავლენ, მათ რა მოლოდინები აქვთ? ისინი დღეს კარგავენ გავლენას იმ იმედით, რომ 24-ში ისევ მოიპოვებენ? არ ვიცი, გუნდის შიგნით რა დაპირისპირება და რა გადანაწილებებია, ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ივანიშვილს თუ უნდოდა, ღარიბაშვილს დანიშნავდა პარტიის თავმჯდომარედ და არა – კობახიძეს. დღეს რა, ივანიშვილს საერთოდ აღარ ახსოვს, რომ ასეთი პარტია არსებობს საქართველოში? შეიძლება ის ყოველდღიურ პროცესებში არ ერევა, მაგრამ საერთოდ მოწყდა პოლიტიკურ ცხოვრებას? მე როგორც მახსოვს, იყო ჭორები, კობახიძის პრემიერობის სურვილზე, როდესაც საქმეში ჩაერია ივანიშვილი და თქვა, – არა. ასე რომ, დღეს კიდევ ერთი კაცია, რომელსაც სიტყვა ეთქმის “ქართულ ოცნებაში“, მაგრამ ის რას იტყვის, ჯერ არ ვიცით. კულუარული თამაშები არ ვიცი, მაგრამ იმას ვერ ვხედავ, რომ კობახიძემ გავლენა დაკარგა“.
კომენტარები