• რეკლამა
  • კონტაქტი
15:45, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს გამოვიდნენ “გენიოსი” პოლიტიკოსები, ამბობენ, რომ უნდა გაუქმდეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური, ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას, პირადი ინტერესების გამო, გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ზღვარი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:15 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

რატომ ვლაპარაკობთ კიდევ წარსულზე?!  იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის გამოწვევები ქვეყანაში, ჯერ კიდევ ეს ძალა პრობლემას უქმნის ჩვენი მოსახლეობის  სიმშვიდეს და სტაბილურობას, სიწყნარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხს სჭირდება  სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა. სამუშაო ადგილები,  კარგი განათლება,  ხარისხიანი ჯანდაცვა.

„ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და საფიქრალი და არა ის, ვინ ვის ლანძღავს  და ვინ რას ლაპარაკობს ერთმანეთზე, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ჩვენ, საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე,  მანამდეც რა თქმა უნდა, მთავრობამ, მთელმა გუნდმა, დავიწყეთ – დეტალურად ვუხსნით ჩვენს მოსახლეობას, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვაპირებთ. გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, გვაქვს  ხედვა და გეგმა, როგორ ამოვიყვანოთ ამ დიდი გასაჭირიდან ჩვენი მოსახლეობა.  რა გვესმის ოპონენტებისგან მეგობრებო, არაფერი, გარდა  შეურაცხყოფისა, ცილისწამებისა და ტყუილისა. ვნახეთ არნახული, ენით აღუწერელი, ბინძური პროპაგანდა და კამპანია პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ, ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. დღეს გამოვიდნენ “გენიოსი”  პოლიტიკოსები, ამბობენ, რომ უნდა გაუქმდეს  სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური, წარმოიდგინეთ, ხალხო,  ოკუპირებულ ქვეყანაში, 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას აქვე, ათასი გამოწვევა არსებობს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან მომდინარე და ამ დროს ეს ადამიანები, იმისთვის, რომ პირად პოლიტიკურ მიზანს რამენაირად  მიაღწიონ, ამ  პირადი ეგოს და პირადი ინტერესების გამო,  ყველაფერს კადრულობენ. მათთვის არ არსებობს არავითარი ზღვარი, ყველა ზღვარი მოშალეს მათ, ჰქონდათ მოშლილი და რა თქმა უნდა,  ახლა პირდაპირ გადაკვეთეს  ყველანაირი  წითელი ზღვარი. ერთ-ერთი მთავარი  ალბათ მიზანი და ინტერესია სწორედ   გუშინდელი ამ პროვოკაციისა,  შეთქმულებისა არის ის, რომ რაიმენაირად რაღაც  გარკვეული  უთანხმოება თუ გაუგებრობა, შექმნილიყო,  წარმოშობილიყო ეკლესიას და მთავრობას შორის. ის, რაც ამათ იკადრეს, გამოდიან პირდაპირ ახდენენ დისკრედიტაციას ჩვენი მღვდელმთავრების, ჩვენი სასულიერო პირების, რა არის, თუ არა ღალატი, მითხრას მაშინ ნებისმიერმა მოქალაქემ, მითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც მხარს უჭერს ჯერ კიდევ ამ მტრულ ძალას. ეს არის მტრობა და ღალატი, მეგობრებო, როცა შენ შენს საკუთარ ეკლესიას, სარწმუნოებას, ასე ექცევი და მთავარ საძირკველს, რაზეც დგას ჩვენი ქართველობა, რამაც დღევანდელობამდე მოიტანა ჩვენი ქართველობა, ჩვენი ხალხი. მაგრამ, ხალხი ბრძენია, ხალხი არჩევს ტყუილს და სიმართლეს,  ღალატს და ერთგულებას, თეთრს და შავს და მე მჯერა, რომ 2 ოქტომბერს კიდევ ერთი ვერდიქტი იქნება გამოტანილი ჩვენი ხალხის მიერ და ბეჭედს დავუსვამთ კიდევ ერთხელ ამ უმსგავსობას, რომელიც  ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვიხილეთ და რომელიც, შესაძლოა,  გაგრძელდეს, მაგრამ 2 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დავასრულებთ და ყველა ქვეყნის მოღალატე და ამ შეთქმულებაში მონაწილე პირდაპირ  თუ არამონაწილე  დაისჯება სამაგალითოდ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, სახელმწიფომ კომპრომისი გამოიჩინოს ასეთი პროვოკატორების მიმართ.   რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით შეუვალნი და უკომპრომისო იმიტომ, რომ  არ შეიძლება ასე გაგრძელება, ყველაფერს აქვს საზღვარი, მეგობრებო. ქვეყანას, ხალხს სჭირდება დამშვიდება, დაწყნარება იმიტომ, რომ ჩვენ ამდენი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ოკუპაცია, უამრავი სიდუხჭირე, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია, უმუშევრობა და გასაჭირი, რომელიც მოსახლეობას აქვს.“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved