აბასთუმნის ფილტვის ცენტრში დღეს, 28 თებერვალს, კიდევ ხუთი პაციენტი შეიყვანეს. ხუთივე მათგანი ირანიდან საქართველოში, სხვა ქვეყნის გავლით ამ დილით ჩამოფრინდა.
მედიკოსების თქმით, ისინი ირანში, რისკის ქვეშ მყოფ რეგიონში არ იმყოფებოდნენ, თუმცა პრევენციის მიზნით, მათზე დაკვირვება მაინც მიმდინარეობს.
ხუთივე მათგანი თავს კარგად გრძნობს, არ აღენიშნებათ ტემპერატურა ან ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომპები.
ირანიდან საქართველოში ჩამოფრენილი ხუთივე მოქალაქე აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ორი კვირა დარჩება. მედიკოსების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეის მდგომარეობით, აბასთუმნის საკარანტინო ზონაში 20 პირი იმყოფება.
კომენტარები