• რეკლამა
  • კონტაქტი
06:51, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღეიდან, 15 ნოემბრამდე, დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის…“ – მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
11:28 10-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
590

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“, მაყურებელს მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების პროგნოზი გააცნო.

„მინდა, გთხოვოთ, რომ საკუთარ თავებს სრული მობილიზაცია გამოუცხადოთ – წინ კოსმიური შტორმის პერიოდი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოვლენა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. დღეიდან, 15 ნოემბრამდე, დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის – გეომანტია იძაბება, ეს ადამიანებს ძაბავს, რაც ქმნის კონფლიქტებს, ჯანმრთელობის პრობლემებსა და სხვადასხვა სახის უსიამოვნებას. ამას ემატება ამინდების, წნევის ცვლილება და სხვა სახის პრობლემები. მეორე ფაქტორი – მზე, მერკური (ინტელექტის მმართველი პლანეტა) და ვენერა (სიყვარულის მმართველი პლანეტა) მორიელში გადადიან. მორიელი არის აგრესია, სიჯიუტე, სულსწრაფობა, სარკასტული გამოთქმები, წყენა, სამაგიეროს გადახდა, ზედმეტი სიხისტე, პირდაპირობა… მორიელს დადებითიც აქვს, მაგრამ ახლა, დედამიწის უარყოფით ენერგოველთან ერთად, ეს უარყოფითი მოიმატებს. მესამე ფაქტორია მზისა და მთავრის დაბნელება. ხვალ გვაქვს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა და 8 ნოემბერს – სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. დაბნელებების დერეფანი გვაქვს გასავლელი. ამიტომ, ეს ნეგატიურ დაღს ასვამს და ადამიანს გამოცდების წინაშე აყენებს. ესაა გამოცდები თავდაჭერაში, მოთმინებაში, სიფრთხილეში, წინდახედულობაში, პრაგმატულ აზროვნებასა და ა.შ. ეს პერიოდი 15 ნოემბრამდე მაინც გასტანს. კიდევ ერთი; შავი ენერგიის ორი დიდი პლანეტა ერთად ხვდება კირჩხიბის ზოდიაქოში. კირჩხიბი არის ოჯახი, ეროვნული პატრიოტიზმი. ე.ი., ახლა მზად იყავით იმისთვის, რომლებიც დაიწყებენ ეროვნული ფასეულობების დაკნინებას – თურმე, ერეკლე მეფე არ ყოფილა ის, რაც იყო, ვაჟა ფშაველა არ ყოფილა მწერალი. მზად იყავით იმისთვის, რომ ამდაგვარი რაღაცები დაიწყება“, – აცხადებს ცაგარელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved