• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დგებუაძეს დაზიანებები არ ჰქონდა, ამაღლობელს სისხლნაჟღენთები ჰქონდა – ექსპერტის სკანდალური ჩვენება

ალია ავტორი - ალია
15:01 05-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
818

აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტმა, გივი ჩხარტიშვილმა, რომელიც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხება, თქვა, რომ დგებუაძეს მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო მზია ამაღლობელს მარცხენა მხარის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.

„ჩატარდა ირაკლი დგებუაძის სხეულის გარეგნული დათვალიერება და გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო -სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. იმავე დღესვე, 12 იანვარს, მზია ამაღლობელსაც ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დათვალიერდა მზია ამაღლობელის სხეული ვიზუალურად, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.

რაც შეეხება კვლავ ირაკლი დგებუაძის შემოწმებას, სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანია უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, გაიცა შესაბამისი დასკვნა. იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე, არ მახსოვს. რომც ყოფილიყო, არა მგონია, რომ მიმეთითებინა დასკვნაში, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

რაკი ირაკლი დგებუაძეს არ აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები, თუმცა, ამტკიცებს, რომ განიცადა ძლიერი ტკივილი, ჩატარდება თუ არა ფსიქოლოგიური გამოკვლევა, იმის გასაგებად, რატომ განიცადა ტკივილი მაშინ როცა არ ჰქონდა დაზიანება – ამ ეტაპზე უცნობია. წესით, ეს გამოკვლევა ახლა გამოძიებამ უნდა მოითხოვოს, რადგან სწორედ ის იყო დაინტერესებული დაედგინა რის გამო “განიცდიდა ტკივილს” დგებუაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved