• რეკლამა
  • კონტაქტი
11:32, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დეოლიგარქიზაცია“ შეიძლება ამოღებულ იქნას ევროკომისიის რეკომენდაციებიდან – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
18:56 05-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
320

“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძემ ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას, ჟურნალისტებთან თქვა:

“დღეს რაც მოვისმინეთ, ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ეს პუნქტი აღარ არის მოსაწონი ევროპელი პარტნიორებისთვის. მეტიც, როდესაც უკრაინაზეა საუბარი, მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენს მოსწონდა უკრაინული კანონი, ხოლო დღეს რა პოზიციაც მოვისმინე, ირკვევა, რომ ევროპელებს უკრაინული კანონი აღარ მოსწონთ. თუ ეს მიდგომა არსებითად იცვლება, ამ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პუნქტი ამოღებულ იქნას ევროკომისიის რეკომენდაციებიდან.

დღეს მოვისმინეთ კრიტიკა იმ საკითხის მიმართ, რომელიც 12 პუნქტში აისახა. გვქონდა დეტალებზე საუბარი. ჩვენ ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა, მაგრამ როდესაც ევროპიდან მსგავსი მიმართულებით გვესმის გზავნილები, ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ევროკომისიამ გადახედოს თავის პირვანდელ მიდგომას. ტერმინი დეოლიგარქიზაცია უკვე ნიშნავს პერსონალურ მიდგომას – საუბარია ადამიანზე, რომელიც ოლიგარქია და აღარ უნდა იყოს. რადგან პერსონალური მიდგომა აღარ მოსწონთ, შეიძლება მთლიანად გადახედონ საკუთარ რეკომენდაციას. ამის საფუძველი არსებობს. პერსონალური მიდგომა, ტერმინი დეოლიგარქიზაცია, თავისუფლად შეიძლება, ამოღებულ იქნას”

კობახიძის თქმით, თუ ევროკომისია იტყვის, რომ აღარ მოსწონს პერსონალური მიდგომა და ამოიღებენ ასეთ მიდგომას 12 პუნქტიდან, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება აუცილებელი აღარ იქნება.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved