• რეკლამა
  • კონტაქტი
16:34, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დენთის სუნი ტრიალებს ქვეყანაში! სამოქალაქო ომისკენ მიჰყავს საქმე „ქართულ ოცნებას“! – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
03:24 10-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

„ალია“, ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაზე უარს არ  იტყვის. მეტიც, უკვე ემზადებიან ამისთვის. ოპოზიცია ხმების დასაცავად  ყველაფერს გააკეთებს და ესეც უკვე ცხადია. აგერ „ოცნება“ აქციას მართავს. სამოქალაქო დაპირისპირებამდე ხომ არ მოვა საქმე?

– დაპირისპირებამდე და ლოკალურ შჯახებებამდე კი არა, სამოქალაქო ომისკენ მიჰყავს საქმე „ქართულ ოცნებას“. აგერ, 22 ოქტომბერს, ღამით, გორის ბაზიდან შსს–ს სპეცრაზმელები, სხვა საგანგებო დანიშნულების დაჯგუფებები მიჰყავდათ ზუგდიდში ეგზეკუციისთვის და აპირებდნენ 35 კაცის დაჭერას, მათ შორის, პოლიციელებისას. ხალხის წინააღმდეგობა რომ არ ყოფილიყო და არ  გამჟღავნებულიყო მათი გეგმა, ამას გააკეთებდნენ. ზუგდიდი უკვე წაგებული აქვთ, ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა უკვე ოპოზიციისაა და ეს ვერ მოუნელებიათ. ზუგდიდის მერის არჩევნებსაც წააგებენ და ეს რომ  არ მოხდეს, ამ „სპეცნაზებით“, ხალხის დაჭერებით, დაშინებით, შანტაჟით აპირებდნენ სიტუაციის შემოტრილებას.  ამას რომ იკადრებს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის დროს, იმას რაღა უნდა ელაპარაკო? გეუბნება, ქვეყანაში კანონი არ არსებობს, კანონი მე ვარო. ესენი ყველაფერს იკადრებენ. გეუბნები, სამოქალაქო ომზეც წავლენ, ოღონდ ხელისუფლება არ დაკარგონ. დენთის სუნი ტრიალებს ქვეყანაში. არჩევნების მერე ოპოზიცია გარეთ გავა ხმების დასაცავად, ეს ცხადია და  და ხელისუფლება მათ დაუპირისპირებს „სპეცნაზებს“, პოლიციას… ამის  შემაკავებელი ფაქტორი კიდევ არ ჩანს. ეროპელებისა ამათ არ სჯერათ, ამერიკელებს აგინებენ. უცხოელ პოლიტიკოსებს, ვინც ამათ გონზე მოსვლას, დემოკრატიული არჩნების ჩატარებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩვნების დანიშვნას ურჩევს, ყველას „ნაციონალების“  და მიხეილ სააკაშვილის მოსყიდულებს, მათ ლობისტებს ეძახიან.

– არ ეყოფათ გონიერება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ საქმე?

– სად აქვთ გონიერება, ხელისუფლებას არიან ჩაჭიდებულნი, არაფრის დათმობა არ უნდათ, ერთი ქალაქის საკრებულოსი თუ ერთი მერის პოსტისა, ვერ ხედავთ?!

– დასავლეთი ამ საფრთხისშემცველ სიტუაციას ვეღარ შეაკავებს, ვერ განმუხტავს?

– ვერავინ შეაკავებს, რადგან აცხადებენ, არ მოვაგებინებთ ოპოზიციას არჩევნებსო, კუნთებზე იყურებიან, სხვა გზა არ დარჩათ. ხალხს არ ვეკითხებით და არ გვაინტერესებს ხალხის არჩევანიო და რა უნდა უპასუხო? ან დასავლეთმა მეტი რაღა უთხრას, წლებია ამათ უჩიჩინებენ  და ვერაფერი შაგნებინეს.

– რასაც აპირებს, თუ ის გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და სამოქალაქო ომს გადავრჩით, ქვეყანაში ღია  დიქტატურას დაამყარებს? სხვა გზა დარჩებათ ხელისუფლების შესანარჩუნებლად?

– დიქტატურა კარგა ხანია დამყარებულია, ამაზე დიდი დიქტატურა რა შეიძლება იყოს?!  კანონი არ არსებობს, ყველაფერს უკანონოდ აკეთებენ და იძახიან, ფეხები არ მოგვჭამოთო.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved