• რეკლამა
  • კონტაქტი
23:52, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დედაქალაქის საახალწლო მორთულობასაც კი შავი ლენტები შეაბეს და სიტყვა “მშვიდობა” აქციეს დაცინვის საგნად” – კალაძე

ალია ავტორი - ალია
21:41 09-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,036
ქართული ოცნების გენერალური მდივანის, კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში:
მოგესალმებით, მეგობრებო!
მივესალმები რუსთავს, ბოლნისს, გარდაბანს, დმანისს, მარნეულს, წალკას, თეთრიწყაროს!!!
ეს მხარე უდიდეს წარსულს ინახავს და სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.
მრავალფეროვნება, მრავალეთნიკურობა საქართველოს სიმდიდრეა.  საუკუნეებია ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ყველა სიძნელეს, რადგან საერთო სამშობლო გვაქვს და საერთო პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე.
მწამს და მჯერა, ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, ისევ და ისევ საერთო ძალისხმევით დაიძლევა, გადაილახება ყველა ბარიერი.
მეგობრებო, ჩვენ მშვიდობიან, მშრომელ ხალხს დღეს ყველაზე მეტად რაც უნდა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა.
თქვენ კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გარე ძალებისგან წახალისებულ შინაურ მტერს ვერ განეხორციელებია ის გეგმები, რასაც ბოლო წლებია გულდასმით ამზადებენ.
გახსოვთ, რა ხდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, როგორი მცდელობა ჰქონდათ, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელით გაეყალბებინათ ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რასაც მოჰყვა ოპოზიციის რამდენიმეთვიანი საბოტაჟი. მიზანი, რა თქმა უნდა, იყო არეულობის მცდელობა, რევოლუცია, დაპირისპირება და სისხლისღვრა ქვეყანაში.
შემდეგ ვიხილეთ განუბაჟებელ ტვირთად შემოტანილი მიხეილ სააკაშვილის სცენარი, რაც მათთვის, ასევე, კრახით დასრულდა.
უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, გვახსოვს წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ქვეყანაზე, რათა ჩავრთულიყავით ომში და შევერთებოდით სანქციებს.
მაშინვე გააქტიურდნენ რადიკალური ოპოზიცია და უცხო ძალებისგან მართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ მოითხოვდნენ ბომბებს თბილისის თავზე. ძალიან მძიმე სანახავი იყო, როდესაც დედაქალაქის საახალწლო მორთულობასაც კი შავი ლენტები შეაბეს და სიტყვა “მშვიდობა” აქციეს დაცინვის საგნად.
საბედნიეროდ, მმართველმა გუნდმა, თქვენთან ერთად, შეძლო, არნახული , უსამართლო თავდასხმების მიუხედავად, დაეცვა ქვეყნისა და საკუთარი  მოქალაქეების სასიცოცხლო და ეროვნული ინტერესები.
აქვე მინდა დაგარწმუნოთ: ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ჭირდება ამ ქვეყანას, სადაც ჭირდება საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს! ჩემო მეგობრებო, რაც არ უნდა შემოტევები იყოს, რაც არ უნდა მუქარები იყოს სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს.  ჩვენ გვყავს საუკეთესო მაგალითი თავდადებისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო შენი პრინციპები, გაატარო შენი ქვეყნის ინტერესები –  ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მეამაყება, რომ  ვარ იმ გუნდის წევრი, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ეს ადამიანი.
თქვენ გახსოვთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, რაც იყო სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
ამ გადაწყვეტილების ფონზე, ვნახეთ პოლარიზაციის გაღვივებისა და რევოლუციური სცენარის ამოქმედების მცდელობები. საზოგადოების მხარდაჭერით, “ქართულმა ოცნებამ” ეს გამოწვევაც წარმატებით დაძლია და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი.
დღეს კი გვეუბნებიან, რომ თურმე გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, რომ გამჭვირვალობა აფერხებს ქვეყნის სვლას ევროინტეგრაციისკენ. კანონი “გამჭვირვალობის შესახებ” შერაცხეს “რუსულ კანონად” . ეს არის იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მიდის საქართველოს წინააღმდეგ. აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ მივიღეთ გადაწყვეტილება მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს არის სრული სიმართლე. ასევე, ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან ამ ნაბიჯებით ჩვენ დავაზიანებდით მხოლოდ და მხოლოდ  საკუთარ ქვეყანას და ხალხს.  ჩვენი უმთავრესი ინტერესი კი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.
მეგობრებო, ჩვენი კი ყველა ამ უსამართლობას უნდა დავუპირისპიროთ 2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მისვლა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, რადგან „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც შეუძლია, შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის გაძლიერება, განვითარება და ტერიტორიული მთლიანობა, რაც ყველა  ღირსეული ქართველის ერთ-ერთი უმთავრესი  ოცნებაა. 
მეგობრებო, არჩევანი დღეს მხოლოდ ერთია – მშვიდობა და კეთილდღეობა! მხოლოდ ასე შევძლებთ გავამთლიანოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და გადავდგათ რეალური ნაბიჯები  ევროკავშირის მიმართულებით.
ჩვენ ამ ბრძოლას ერთად მოვიგებთ! გაიმარჟვებს ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყნის მომავალი!
გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს „ქართულ ოცნებას!“
ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved