• რეკლამა
  • კონტაქტი
19:47, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დედა შეაგინეს… დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა”

ალია ავტორი - ალია
17:17 09-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

“დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა. ეს ასეც უნდა მოხდეს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მარნეულსა და ბოლნისში პროვოკაციები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს რადიკალური ოპოზიციის წარმომომადგენლებმა მოუწყვეს:

„კახა ოქრიაშვილის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, როდესაც ის დაემუქრა კონკრეტულ მედიასაშუალებას დახურვით, ეს იყო „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ამით „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ბუნება. ეს არის მათი სულისკვეთება. ბუნებრივია, ამას ისინი ვეღარ ეღირსებიან. 2012 წლამდე ისინი ახერხებდნენ მედიასაშუალებების დახურვას და ამას ახლა ისინი ვეღარ გაიმეორებენ.

რაც შეეხება პროვოკაციებს, არაერთხელ მოვახერხეთ ინცინდენტების აღკვეთა და შემიძლია ფაქტები დაგისახელოთ. მაგალითად, ნიკა მელიას 4 მხარდამჭერი სპეციალურად თეთრი პერანგებით მივიდა ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე და იწვევდნენ ჩვენს აქტივისტებს. სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მკაცრად იყვნენ ჩვენი აქტივისტები გაფრთხილებული, რომ არ აყოლოდნენ უმძიმეს პროვოკაციასაც კი, არ მოხდა ინცინდენტი. იქაც იყო უმძიმესი პროვოკაცია. თეთრი პერანგები ეცვათ იმისთვის, რომ ამ პროვოკაციის კვალი დატყობოდათ. საღამოს ისინი სხვა ტანსაცმელში გამოწყობილი ნახეს. ეს არის ერთი მაგალითი. ნიკა მელია ვიცით, რომ არის პროფესიონალი პროვოკარტორი, მათგან არ გაგვიკვირდა.

ორივე შემთხვევაში, ბოლნისშიც და მარნეულშიც „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორების მხრიდან ადგილი ჰქონდა უმძიმეს პროვოკაციას. ყველამ იცის მათი სახელები და გვარები. მივიდნენ და დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. ეს უმძიმესი პროვოკაციაა, სადღაც ვახერხებთ, რომ დედის გინების მიუხედავად პროვოკაციას არ ვყვებით, სადღაც ეს ვერ ხერხდება. დედას რომ შეგაგნებენ, აქაც კი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ძალადობას არ აქვს გამართლება მაშინაც კი, როცა დედას გაგინებენ. ეს არის ჩვენი მოწოდება. გაგრძელდება პროვოკაციიები, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტი პროვოკაცია იქნება და დამძიმდება კიდეც ეს პროვოკაციები. მოვუწოდებთ რადიკალურ, კრიმინალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. დღეს დილით რაც მოხდა ეს პროვოკაციაზე მეტი იყო – მარნეულის შტაბის წევრს დაეჯახა უკნიდან ავტომანქანა და როგორც კი გადმოვიდა ავტომობილიდან, მას თავს დაესხა რადიკალური, კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენელი. სახის ძვლები აქვს დამტვრეული და რამდენიმე ასეთი დაზიანება აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა. ეს ასეც უნდა მოხდეს. ჩვენი მოწოდება სამართალდამცავების მიმართ ეს არის, რომ ვინც აწყობს პროვოკაციებს, ვინც არასწორად რეაგირებს პროვოკაციებზე, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილი“

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved