• რეკლამა
  • კონტაქტი
23:11, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო

ალია ავტორი - ალია
15:17 06-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.

„მედიაცენტრ მთავარში“ დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებზე, სემეკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.

დავით ნარმანიას თქმით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კერძოდ, ერთიან შკალაზე როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფების სიმცირის კუთხით საქართველო მეორე ადგილს იკავებს.

სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე და აღნიშნა, რომ სემეკი ამ მიმართულებით 2022 წელს აქტიურად განაგრძობდა მუშაობას:

„მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 268 610. 37 ლარი. გარდა ამისა, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 869 235 ლარი. აქედან 695 700 ლარი გადახდილია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამო, ხოლო დანარჩენი გარანტირებული სტანდარტის დარღვევისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, 2022 წელი ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურული რეორგანიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2022 წელს მიმდინარეობდა ახალი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ფორმირება. აღნიშნული პროცესი სრულად ჰარმონიზებული იყო ევროპის მე-3 ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებსა და რეგულაციებთან, ასევე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ხელმოწერილ შეთანხმების ოქმთან.

2022 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 26.92მგვტ. 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 4%-ით იზრდება, რაც ჰიდროლოგიის გარდა, მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული და რეაბილიტირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ იზრდება 4.5%-ით“- აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

სემეკის წლიური ანგარიშის შესაბამისად, 2022 წელს საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა. 2022 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 2 998 მლრდ კუბ.მ შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, დავით ნარმანიას თქმით, 2022 წელს საქართველოში ოპერირებდა წყალმომარაგების 9 ლიცენზიატი.

„წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 5 – მუნიციპალურს და 3 – კერძო საკუთრებაში არსებულს. მოსახლეობის 68%-ის სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფენ წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 31%-ის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს. ჯამში მომხმარებელთა რაოდენობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 5.8%-ით გაიზარდა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებზე და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებზე. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დაარსებაზე. დავით ნარმანიას თქმით, ცენტრი წარმოადგენს ღირებულ პლატფორმას ენერგეტიკის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიული განვითარებისთვის.

სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე:
https://gnerc.org/ge/commission/commission-reports/tsliuri-angarishebi

თეგები: დავით ნარმანიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved