• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ საერთაშორისო კონფერენციაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა

ალია ავტორი - ალია
14:04 06-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
344

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAEE) 45-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც წარადგინა პრეზენტაცია თემაზე – „გეოპოლიტიკური რისკები და ენერგეტიკული უსაფრთხოება – საქართველოს პერსპექტივა“.

​„არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოება. აღნიშნული მოიცავს ენერგომომარაგების უწყვეტობასა და ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც მოთხოვნის ზრდის პირობებში გულისხმობს ახალი წყაროების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ოპტიმალური ფასების უზრუნველყოფას, სისტემის დივერსიფიცირებას. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას, საქართველოს მთავრობა სემეკთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება, ელექტროენერგეტიკული საქმიანობის გამჭვირვალე და სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩო ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეთა მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციებითა და პასუხისმგებლობები.

​პირველ ივლისს, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში, საქართველოში ელექტროენერგიის ახალი ბაზარი ამოქმედდება. ენერგეტიკული ბირჟის გახსნა წარმოადგენს მიმდინარე რეფორმის ფუნდამენტურ პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ენერგოსტაბილურობა, ენერგოუსაფრთხოება და ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა სწორად ამ პრინციპებს ეფუძნება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAEE) 45-ე საერთაშორისო კონფერენცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში, 25 – 28 ივნისს, ბოსფორის უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ენერგეტიკული და ეკონომიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

(R)

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved