• რეკლამა
  • კონტაქტი
16:11, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, სემეკის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა

ალია ავტორი - ალია
18:03 05-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
350

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის დარგში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით 2021 წელს სემეკის მიერ განხორციელებული გეგმის ანგარიში წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის გასვლით სხდომაზე, სადაც განიხილეს ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ანგარიში, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები სემეკის მიერ სრულად შესრულებელია. სემეკის მხრიდან კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები – მაია მელიქიძე და გოჩა შონია. სემეკის თავმჯდომარის თქმით, კომისიამ ენერგეტიკული რეფორმისა და ევროპული დირექტივების მოთხოვნათა შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი დაამტკიცა, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპულ წესებთან დაახლოებას.

„სემეკის გადაწყვეტილებებით, ელექტროენერგეტიკის სექტორში განხორციელდა არაერთი აქტის ტრანსპოზიცია, დაინერგა ევროპული ტიპის გამოცდილება. დამტკიცდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების შესაბამისობის პროგრამები. დამტკიცდა ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესები, რომლის მიზანიცაა ბაზარზე კონკურენციის განვითარება, სამართლიანი ფასების ფორმირება, ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა, საათობრივი ვაჭრობის დანერგვით მოთხოვნის მართვა. შემუშავდა და დამტკიცდა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები, დამტკიცდა ელექტროენერგიის გადაცემის, გამანაწილებელი ქსელის წესები, საცალო ბაზრის წესები, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი. კომისიამ დაადგინა საშეღავათო პირობები საჯაროდ ხელმისაწვდომი დამტენი პუნქტის/სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში სავალდებულო გახდა ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა. ამოქმედდა ახალი სატარიფო რეგულირება ელექტროენერგეტიკის სექტორში და კომისიამ დაამტკიცა უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების, ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა ბუნებრივი გაზის სექტორში – შემუშავდა ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესები, განხორციელდა ევროპის კომისიის რეგულაციის ტრანსპოზიცია ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში, შემუშავდა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესები. „განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებელთა უფლებებსა და მომსახურების ხარისხის წესებს. სემეკმა 2021 წელს სწორად ამ მიმართულებით არაერთი ცვლილება განხორციელდა, რომელმაც გააუმჯობესა მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზებას სემეკის საქმიანობაში ამჟამადაც უწყვეტი პროცესია. ჩვენი მიზანია, სრულად მოხდეს ევროპული საუკეთესო გამოცდილებისა და კანონმდებლობის ქართულ საკანონმდებლო სივრცეში გადმოტანა და მისი ჯეროვანი აღსრულების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

თეგები: დავით ნარმანიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved