• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანია: „მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის მიზნით, სემეკი ღიაა ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის“

ალია ავტორი - ალია
14:56 07-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
325

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის 2022 წელს სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შედეგებზე:

„2022 წელი მნიშვნელოვანი იყო მარეგულირებელი კომისიისათვის. ენერგეტიკულ ბაზრებზე რეფორმირების პროცესში სემეკმა შეიმუშავა არაერთი ნორმატიული აქტი. აქტიურად ვმუშაობდით მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც რეგულირებად სექტორებში მოქმედი კომპანიებისათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს. ეფექტიანი იყო კომისიის საქმიანობა კომუნალური სერვისების გამარტივებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჩამოაწერა უსაფუძვლოდ დარიცხული და ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში ჩამოწერილია მილიონ ლარზე მეტი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების, მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის მიზნით სემეკი ღიაა ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის: „სემეკის ამოცანაა, დაიცვას ბალანსი კომუნალურ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს სემეკის ფუნქციების შესახებ,

“მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ მომართონ სემეკს, თუ კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრზე: „სემეკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით, გასულ წელს ჩამოვაყალიბეთ სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების გადამზადებას რეგულირებად სექტორებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან თემაზე. დღემდე, ცენტრს უკვე 1000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ მსმენელებს შევთავაზოთ ახალი სასწავლო კურსები,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა 2023 წლის გეგმებზე და აღნიშნა მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ინოვაციური მიდგომების განვითარებაში. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, სემეკი აქტიურადაა ჩართული მწვანე წყალბადის განვითარებასა და განახლებადი ენერგიების ეფექტიანი ათვისების საკითხებში.

თეგები: დავით ნარმანიაროცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved