• რეკლამა
  • კონტაქტი
10:49, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით მაღრაძის გამო, ფსიქიატრიულში სამი წელი გავატარე – ზურა ბუდაღაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:42 08-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

სამოქალაქო აქტივისტი ზურა ბუდაღაშვილი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, სამხარაულის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილების ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, დასჯის მოტივით გაუშვა.

მისივე განცხადებით, მაშინ როცა, დანაშაულს ვერ უმტკიცებდნენ, პროკურატურამ საქმეში ექსპერტი დავით მაღრაძე ჩართო, საბოლოოდ კი ბუდაღაშვილის თქმით, მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში რამდენიმე წლის გატარება მოუწია.

ბუდაღაშვილმა განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც ცნობილი გახდა, რომ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილისთვის ფსიქიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა.

2008 წელს, როცა პროკურატურა ბრალს ვერ მიმტკიცებდა, გადამცა დათო მაღრაძეს, რომელმაც პროკურატურის დავალებით, დასკვნაში ჩაწერა დიაგნოზი და ხინში აღმოვჩნდი. არც კი ვიცოდი, სად მივყავდით, საკნიდან მოტყუებით გამომიტვანეს. 

დავით მაღრაძის გამო, ფსიქიატრიულში სამი წელი გავატარე. მაშინ 21 წლის ვიყავი. 

პროკურატურა და სასამართლო თუ საქმეს “ვერ აკეთებენ”, იძულებულები არიან, საქმეში ფსიქიატრებს რთავენ, სადაც ბევრი წელია, თავისი ადამიანი ჰყავთ. 

ეს ყველაფერი ადამიანების დაშინებას ემსახურება – რომ აი, ფსიქიატრიულში გამოგკეტავთ და ა.შ.

როცა შენ გეუბნებიან, რომ ხარ შეურაცხადი, არარავინ აღარ გისმენს, შენი არავის სჯერათ.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ ვინც სისტემის წინააღმდეგ წავა, ყველა ხონში უნდა წავიდეს”- აღნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი.

საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, დავით მაღრაძე, რომელსაც დაკავებული პედაგოგის, ნინო დათაშვილის შერაცხადობის დადგენა ჩააბარეს საბჭოთა კავშირის მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უსაფუძვლოდ მოთავსებული და სასტიკი მეთოდებით ნაწამები ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის მემუარებშია მოხსენიებული.

ეს უკანასკნელი, სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved