• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავგეგმე შვებულება ლიც რეზორტში, რასაც ახლა მოვყვები გაგაოცებთ… შვებულება დამირესტარტეთ…” – წერილი სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
21:57 08-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,012
თინათინ შუბლაძე, ჯგუფში, სასოწარკვეთილი მომხმარებელი, წერს:
“მოკლედ სად იყო და სად არა, დავგეგმე ჩემი შვებულება 4 ღამით ლიც რეზორტში.
ჩემი შეცდომაა რომ ძირეულად არ დავიწყე სერვისის შესახებ კვლევა-ძიების პროცესი, მააააააგრამ რასაც ახლა მოვყვები გაგაოცებთ.
ნუ მოკლედ გზა მშვენიერია მოსასვლელად, ოღონდ თუ გყავთ საკუთარი მანქანა ან/და ადგილობრივ ტაქსს უთანხმდებით ტარიფზე 20 ლარი, ვინაიდან აქაც არის სასტუმროს მომსახურება 40 ₾ და ნუ მოკლედ ისტორია ამაზე არ არის.
ჩამოსვლისთანავე რომ დავბინავდით ნომერში დაიწყო..(აქვე დავსძენ რომ 4 ღამით როცა ჩამოდიხარ ეგრევე კარადაში ლაგდები და ძალიან დასაზარია სხვა ნომრის მოთხოვნა)
– გადამწვარი ნათურები ოთახში, აივანზე
– წყალი არ დევს (იქ სადაც ონკანიდან ვერ დალევ და 0,5-იანი რა ღირს თავადაც იცით) პასუხი იყო რომ მარაგი ამოეწურათ.
** აქ იმის თქმა დამავიწყდა რომ ლიც რეზორტი აშენებულია კვარიათის მთის კენწეროში, სადაც ნისლისას გაშვერილ თითსაც ვერ ხედავ და ფაქტობრივად მცირე გომბორს ამოდიხარ სასტუმრომდე, ისეთ სიმაღლეზეა, ცივილიზაციას სრულიად მოწყვეტილი. შესაბამისად კურორტია სადაც მოდიხარ და მხოლოდ აქ იკვებები სვამ, ჭამ ერთობი და ა.შ. ახლა დავუბრუნდები ჩამონათვალს
– არ იყო კბილის ჯაგრისი და პასტა
– პირსახოცი, ხალათი და აბაზანის სითხეები ყველაფერი გათვლილი 1 ადამიანზე.
** ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად და გაგებით ვეკიდები და მხოლოდ ვრეკავ „reception“-ზე და ვთხოვ დახმარებას.
– ნიჟარაში წყალი არ გადის
– ხალიჩასა და აბაზანის კარს შორის ჩაჭედილია ინსულინის ნემსის თავსახური
– კარადის კარი არ იკეტება ან თუ დავკეტე ვეღარ ვაღებ, იჭედება.
ოთახზე მგონი დავასრულე
ახლა იწყება მეორე ნაწილი
სერვისი არ აქვთ მარტივად რომ ვთქვა. ძალიან ვემხრობი ზოგადად ადგილობრივების დასაქმებას (თუმცა არც თბილისიდან ჩამოყვანილ კადრის წინააღმდეგი ვარ თუ საჭიროება დგას) მოკლედ კადრებმა ელემენტარული მომსახურება არ იციან. რესტორანში მომსახურე პერსონალი, რომელიც შედგება ახალგაზრდა ბიჭებისგან დაიარებიან მე-8 კლასელი სასტავივით ჯგუფებად, შეწუხებული საქმიანი იმიჯით, როგორც ბავშვურ მაქსიმალიზმს შეეფერება და სრულიად არ არიან ორიენტირებული კლიენტზე.
მენიუ საკმაოდ მწირი, იმის ფონზე რომ მათი სამზარეულოთი უნდა იკვებოს აქ მცხოვრებმა ადამიანმა და ისიც ხან რა არ აქვთ, ხან რა. ერთ-ერთი შოკი როდესაც მარტივი კიტრი და პომიდვრის სალათი შევუკვეთეთ მას შემდეგ რაც საათნახევარი ველოდით ქართული სამზარეულოს გახსნას, ნახევარ საათში შეკვეთიდან გვესმის რომ მიმტანი გვერდით მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს ეუბნება: „ქართული სამზარეულო შეკვეთას ვერ მიიღებს, რადგან დღეს კორპორატიული წვეულებაა.“
ჯერ ერთი რა გამართლებაა ვიღაცის კორპორატიული, როდესაც მეც გადავიხადე ფული და ანუ ნაკლებ პრიორიტეტულ მდგომარეობაში მაყენებ იმით, რომ არ მაჭმევ რაღაც კერძს. ოკ, ამასაც შეიძლება გაგებით მოეკიდო მანამ სანამ არ მოდის მენეჯერი და არ გეუბნება რომ კიტრი და პომიდორი უბრალოდ აღარ აქვთ. მენეჯერის პასუხია რომ ვერაფერს იზამს, ვერც იმას რომ კვარიათში ჩაუშვას მძღოლი, რომელიც ამოიტანს დასაწვავ კილოგრამ პროდუქციას ნახევარ საათში.
მიმტანებს, რომლებსაც მომსახურებისას ესვრებათ ფორმა აზრადაც არ მოსდით გამოცვლა რომ მუცელზე დალაქავებული მაისურებით არ იარონ სამარცხვინოდ.
მომსახურე პერსონალი ჩემს თანდასწრებით ‘ეღადავა’ უცხოელ სტუმარს ქართულად.
ძალიან დიდი იმედია რომ ოდესმე ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი ავა აუზზე და თუ ნახავს თავისუფალ შეზლონგს, რადგან ნომერი სასტუმროში არის 100+ ანუ სტუმარი 200+ შეზლონგი არის მაქსიმუმ 70 ცალი და რიგითობით გვიწევდა შეზლონგის მონადირება. მოკლედ, თუ ავა და იქ მოუსმენს დამსვენებლების ვაი-ვიშს ბევრ საინტერესოს მოისმენენ, თუ რა თქმა უნდა აინტერესებთ უკუკავშირი და ა.შ.
4 ღამის განმავლობაში „ოთახის დალაგების სერვისში“ შედიოდა მხოლოდ საბნის გასწორება. თუ გგონიათ რომ ერთი ცალი პირსახოცი მაინც შეცვალეს, ცდებით.
უთო მოვითხოვე და 55 წუთში ძლივს მომიტანეს მას შემდეგ რაც ასჯერ მითხრეს, რომ კორპორატიული საღამოსთვის სჭირდება 80 დამსვენებელს ყველაფრის მოწესრიგება. (ნუ ამასაც გაგებით მოვეკიდე პრინციპში)
ტელევიზორი არაბულ ენაზეა დაბლოკილი და ფაქტობრივად უფუნქციოდ კიდია.
იმდენ ხარვეზზე დავრეკე რომ დარწმუნებული ვარ ჩემი ოთახის ნომერი დაბლოკეს „reception“-ზე და რესტორანში დარეკვით მიწევდა მოთხოვნების დაფიქსირება. უბრალოდ აღარ ირეკება ნომრიდან „reception“-ზე
აუზის წყალი იმდენად მოუწესრიგებელია, რომ საშინელებათა ფილმშიც სადაც თმა გაშლილი გოგოს ბღუჯა თმებია მთავარი მოქმედი პირი, ამ აუზმა სრულიად გადაუჯოკრა.
მუსიკა აუზზე ან არ არის ან ხატია წერეთელის სიმღერებია.
გართობის არანაირი სერვისი არ გააჩნიათ. საბილიარდოს გარდა არცერთი სივრცე არ მუშაობს.
გაგრილების სისტემა, მაცივარი, ინტერნეტი მშვენივრად მუშაობს.
ხედი იდეალური, მაგრამ ეგ შემთხვევით, გეოგრაფიული განლაგებით გაგვიმართლა ერს.
შვებულება დამირესტარტეთ თუ შეიძლება ?“
თეგები: ლიც რეზორტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved