• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაუწერეს ინსულტის დიაგნოზი, არადა ადამიანს სახის ძვლების არც ერთი ნაწილი მთელი არ აქვს” – რა ხდება ციხეებში?

ალია ავტორი - ალია
13:53 01-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
644

გლდანის ციხეში ნაცემი პატიმრის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა იოსებ გორგაძის დაზიანებები არ დააფიქსირა და კლინიკაში ის ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს.

ადვოკატი გამოძიების დაწყებას და მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს. უფლებადამცველის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის კლინიკაში გადაყვანის დროს მას არ დაუკავშირდნენ.

“კვირა დღეს მიკავშირდება გლდანის #8 დაწესებულებიდან ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც მეუბნება, რომ გორგაძე იყო ცუდად და გადაიყვანეს საავადმყოფოში და ხომ არ იცით როგორ არის. ამის შემდეგ ვიწყებ მოქმედებებს და ამის შემდეგ “ვივამედის” კლინიკაში და ვარკვევ რა ხდება. 23 იანვარს შემოყვანილ იქნა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის #8 დაწესებულებიდან “ვივამედის” კლინიკაში.

ციხის დაწესებულებამ შემოიყვანა ინსულტის დიაგნოზით. არადა ადამიანს სახის ძვლების არც ერთი ნაწილი მთელი არ აქვს – ისეთი დაზიანებები აქვს. ეს ადამიანი არის ნაცემი, ნაწამები და ისე გადმოიყვანეს აქ. საერთოდ გაუგებარია რატომ მალავს გლდანის #8 დაწესებულება ან პენიტენციური სამსახური იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი არის სასტიკად ნაცემი. არც ერთი აღწერა ექიმს გლდანის ციხეში არ გაუკეთებიათ – ხილულ დაზიანებებთან დაკავშირებით, მას ჰქონდა სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები – ეს აღწერები არ არის გაკეთებული. რატომ – ჩვენთვის უცნობია. ვითხოვთ, ამ საქმეზე დაუყოვნებლივ ამ საქმის გამოძიებას და ყველა პირის დასჯის, ვინც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს”, – განაცხადა ღურცკაიამ.

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, “TV პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხიდან ერთ-ერთი პატიმარი კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს და ის სასტიკად ნაცემია. ოჯახის ახლობელი მედიასთან ამბობდა, რომ სავარაუდოდ, მისი მოხრჩობა სურდათ და დაზიანებების უმეტესობა სახის, თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

ცნობილია, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი ავარიის შემდეგ დააკავეს, როდესაც თბილისიდან წალკაში, “ქართული ოცნების” აქციიდან მიმავალ აქტივისტებს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მოგვიანებით, ინფორმაციას გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატი, რომლის ცნობითაც, კლინიკაში ომბუდსმენის რწმუნებული იყო მისული, რათა პაციენტს შეხვედროდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს ვერ მოხერხდა. სახალხო დამცველმა გამოძიებას მოუწოდა, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved