• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაცლილი საქართველო და ოკუპანტი ქვეყნის მიმართ ენისმოჩლექით მოსაუბრე ხელისუფლება , არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოლეთ მე და ჩემმა ოჯახმა…“ – ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
11:33 10-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
140

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში 2012 წლის 1 ოქტომბრის პოსტს აზიარებს და წერს:

 

„ფბ-იც ინახავს ბევრ რამეს და ეს ზუსტად 10 წლის წინ , 2012 1 ოქტომბერს დაწერილი მოკლე სტატუსია… უფრო ანდრინდელ სტატუსებსაც ხშირად მახსენებს ბოლო პერიოდი….
ვკითხულობ გულდაწყვეტით…
ეს შეხსენება საჭიროა. , განსაკუთრებით მათთვის, ვინც იმ წლებში სადღაც დამალული გვიცქერდა -ამ ბრძოლაში გადავრჩებოდით თუ არა .
დღეს ეს ადამიანები ,,ოცნების” სახელით გველაპარაკებიან სამშობლოს სიყვარულზე, გამბედაობაზე, პრინციპებზე, ღირებულებებზე ….ცინიკურია…
2012 წლის 1 ოქტომბერი უნდა შემდგარიყო. არასოდეს შემპარვია ეჭვი ამაში.
ცვლილება უნდა მომხდარიყო და ამისთვის ბევრი ვიბრძოლეთ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად!
მაშინაც ცოტანი ვიყავით ბრძოლის წინა ხაზზე, ერთმანეთს ვითვლიდით და იქ ირაკლი კობახიძე, მდინარაძე, ოხანაშვილი, მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და კიდევ ბევრი მედროვე არავის გვინახავს ….
დღეს 10 წლის შემდეგ ისინი გვილოცავენ 1 ოქტომბერს ვინც ვერასოდეს ბედავდა საჯარო განცხადებების გაკეთებას !
დღეს 10 წლის შემდეგ ისევ ის მოსამართლეები გვესაუბრებიან სამართლიანობაზე, ვის გამოც ქუჩაში ვიდექით და სისტემის შეცვლას ვითხოვდით, დღეს ისევ მათი ხელით ისჯება ადამიანები და უსამართლობას სამართლიანობას არქმევენ!
ყველაზე დიდი საზომი რა მოხდა 10 წლის შემდეგ- ესაა ჩემთვის , რადგან საბოლოოდ სწორედ ხელისუფლების ეს შტო განსაზღრავს რა ხდება ქვეყანაში .
დაცლილი საქართველო და ოკუპანტი ქვეყნის მიმართ ენისმოჩლექით მოსაუბრე ხელისუფლება , რომელმაც ყველა მანკიერება გადმოიბარა -არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოლეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბევრი წელი…
ამიტომაც ვერ გილოცავთ!“
ცნობისთვის, ბესელია 2012 წლის 1 ოქტომბერს წერდა: „გამხნევდით ჩემო მეგობრებო, ხელისუფლება აგონიაშია და საკუთარი უსამართლობა და ბოროტება გახდება მათივე მსაჯული…არ იციან ხვალ ჩვენი ხალხი რა საოცრებას მოახდენს საარჩევნო უბნებზე. არ იცნობენ საკუთარ ხალხს…მე მჯერა შენი საქართველო! მე მჯერა ჩემი ხალხის სიბრძნის! ჩვენ მხარეს სიმართლეა. უფალი გფარავდეთ და ერთად წავიდეთ ხვალ სამშობლოს დასაბრუნებლად.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved