• რეკლამა
  • კონტაქტი
15:17, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დასავლეთის უცხო ძალად აღიარებით ოცნება გვთხოვს, რუსეთის სამსახურში ჩავდგეთ” – თავისუფლების ინსტიტუტი

ალია ავტორი - ალია
18:28 04-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89
თავისუფლების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსული კანონის არალეგიტიმურ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
იდეური წინაპრის – საბჭოთა კომუნისტური პარტიის მსგავსად, ქართული ოცნება ოპონენტებისა და კრიტიკოსების ხალხის მტრად შერაცხვას ცდილობს.
უკანონობის დაკანონებით საზოგადოებრივ გაერთიანებებს აიძულებენ არა მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გამტარის იარლიყი მიიკრან, არამედ დასავლეთის უცხო ძალად აღიარებით ქართული ოცნება გვთხოვს, რომ ვუღალატოთ სამშობლოს და რუსეთის სამსახურში ჩავდგეთ, უარვყოთ ჭეშმარიტება საკუთარი ვინაობის შესახებ, დავირქვათ ის, რაც არ ვართ და ჩვენივე ხელით ღირსება ავიყაროთ.
ვიცხოვროთ კანონის შესაბამისად არის არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულება. როცა სხვადასხვა კანონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ვალდებული ვართ უზენაეს კანონს მივყვეთ და დროებითი და წარმავალი ხელისუფლის კაპრიზები უგულვებელვყოთ.
ჩვენ უზენაეს კანონს – ბუნებით სამართალს ვემორჩილებით და სწორედ ეს კანონი გვიკრძალავს, რომ თვითსტიგმატიზებით ხელისუფლებაში მოკალათებულ ბოროტ ტროლებს დევიანტური სიამოვნება მივანიჭოთ.
ლეგიტიმური ხელისუფლება არის ნდობა, რომელსაც ხალხი პოლიტიკოსებს საერთო სიკეთის მსახურებისთვის ანიჭებს. როცა მინდობილ რესურსებსა და ინსტრუმენტებს ხელისუფლება კერძო ინტერესისათვის იყენებს, ის ლეგიტიმურობას კარგავს და ტირანიად იქცევა.
ქართული ოცნება ამაზე შორს მიდის და გვევლინება როგორც საოკუპაციო ძალა, რომლისთვისაც არა მხოლოდ უცხოა ყველაფერი, რაც საქართველოს საქართველოდ აქცევს, არამედ მიზნად ისახავს ყველა იმ სიწმინდის შებღალვასა და აბუჩად აგდებას, რისთვისაც ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე თავს სწირავდა.
საქართველო იყო, არის და იქნება დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ამ ღირებულებების დაცვა, რასაც ჩვენი საზოგადოება ემსახურება, უცხო ძალების ინტერესების გატარება კი არა, უძველესი ქართული ტრდაციის ერთგულებაა.
თუკი რამეა ქართული კულტურისთვის უცხო, ეს დასავლეთის მტრად გამოცხადება და კუდიანებზე ნადირობაა.
რუსული კანონი არის ამბოხება ჭეშმარიტებისა და ისტორიის წინააღმდეგ. თავისუფლების ინსტიტუტი უარს ამბობს შეუერთდეს ამ ღალატს.
ბუნებითი სამართლი და თავისუფლება ქართული და, მაშასადამე, უნივერსალური ღირებულებებია. ამ ღირებულებებისათვის ბრძოლას ყველა ლეგიტიმური საშუალებით გავაგრძელებთ და არც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ.
#თავისუფლებისინსტიტუტი #რუსულიკანონი #არარუსულკანონს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
IVF-ის შემდეგ ორსულობის ტესტი – როდის და როგორ დგინდება შედეგი?
ახალი ამბები

IVF-ის შემდეგ ორსულობის ტესტი – როდის და როგორ დგინდება შედეგი?

15:12 11-09-2026
ქრონომეტრი – ბინა ლისზე
ახალი ამბები

“ქრონომეტრი” ლისზე –  სპეციალური შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

13:57 11-09-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved