• რეკლამა
  • კონტაქტი
05:01, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაპირისპირება საბერძნეთის სადეპორტაციო ცენტრში – საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
18:25 07-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
490

ათენში მყოფი ქართველები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და დახმარებას ითხოვენ – დახურულ ზონაში ამ დროისთვის დაახლოებით საქართველოს 50 მოქალაქეა.

მათი ნაწილი “მთავართან” საუბარში გუშინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ყვება, რომ მათ თვალწინ პაკისტანის მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ სადეპორტაციო სივრცეში არეულობა დაიწყო და დახურულ ზონაში ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, რა დროსაც ერთი ქართველი შეუძლოდ გახდა.

“მთავარ არხთან” თვითმხილველები ყვებიან, რომ მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა და მათი არაერთი მიმართვის მიუხედავად რეაგირება ჯერჯერობით არ არის. საუბარია იმ სადეპორტაციო სივრცეზე, რომელიც მენიდში ამიგდალაზე მდებარეობს და იქ, მედიის ინფორმაციით, საქართველოს 50-მდე მოქალაქე რჩება, რომელთაც დიდი ალბათობით დეპორტაცია ემუქრებათ, თუმცა, ამ დროისთვის, ისინი ამ დახურულ ზონაში რჩებიან.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საელჩომ საბერძნეთში:

ინფორმაციისთვის:

ქ.ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა.

ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები.

ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან.

დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა  –  მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს.

ცხელი ხაზი +306952220000,

თეგები: საბერძნეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved