ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:
,,დღეს მოვისმინე ბიძინა ივანიშვილის შეფასება მთლიანობაში ხელისუფლებისა, –
ჯერ ვერ მივხვდი, უსუსური მთავრობის და მთლიანობაში პრობლემური (თანაც, ძალიან!) ხელისუფლების ასეთ უმაღლეს დონეზე ქებას აზრად რა უნდა ჰქონოდა!
მისი სიტყვებიდან გამოდიოდა, რომ კაცობრიობის დღევანდელი ნაღები – ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა!
ეს და ბიძინა ივანიშვილის შეფასებები ისეთივე ახლოა რეალობასთან, როგორც ის, რომ ხვალ, ადრე გამთენიისას, მზე დასავლეთიდან ამოვა!
მაგრამ ბოლოს ფანტასტიკური გადასვლა იყო და
ეს შეფასებები გასაგები გახდა:
”ასეთი ”მზეი” მხოლოდ ოცნებაა, თორემ ”ოცნების” საპირისპირო ყველაფერში ანუ ”მზეის” ბნელი მხარე (თუ აქვს?!) – ეს ”ნაციონალური მოძრაობააო!”
8.5 წელი გავიდა და ხელისუფლებაში მყოფ ”პოლიტიკურ” ძალას ერთადერთი ”მიღწევა” და არგუმენტი აქვს: იგი ”ნაციონალურ მოძრაობაზე” უკეთესია! მაგრამ
მედლის რომელი მხარეა უკეთესი?!
დავწრე ამ ცოტა ხნის წინათ:
”ოცნებას” დღეს ისე ძალიან სჭირდება ”ნაციონალური მოძრაობა”, როგორც არასდროს! იქნებ თავი გადაირჩინოს, რომ ისევ დაშინებულმა ხალხმა მხარი დაუჭიროს.
ამდენად, პროპაგანდა გაგრძელდება.
მიზანი?!
რაც აქამდე იყო:
ამქვეყნად არსებობს ორი ”პოლიტიკური ძალა”
(ამ ორი ძალის აზრით), ”შუა გაკრეფილია” და
უმოწყალოდ შეეცდებიან არავინ გამოჩნდეს:
შედეგად, ისევ იგივე:
”მზეი” გაიმარჯვებს (მათი აზრით), ხოლო ”მზეის ოპოზიცია” ისევ იქ იქნება.
დანარჩენიო, იკითხავთ!
დანარჩენს ვირის თავფეხი და ცოტა ჩამოსაჯდომი: უამრავი ”შავი” საქმეა საკეთებელი და ფონი შესაქმნელი: ვინც ”დაიმსახურებს”, ბონუსს მიიღებს: შევა პარლამენტში და ხან იწუწავებს, ხანაც კიდევ ონანიზმით დაკავდება!”
კომენტარები