“მთავარმა არხმა” ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება მოიპოვა.
ბრალდებული დანაშაულის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. მისი თქმით, ელისო ჩეჩელაშვილი მას მეუღლის სიყვარულში გამოუტყდა.
ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ბრალდებულმა, რომელმაც მეზობელს დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა, კარი დასისხლიანებული ტანსაცმლით გააღო, რის შემდეგაც გამოიცვალა და ქმართან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“მე დანა რამდენჯერმე მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და ითხოვდა შველად, შემდეგ იგი წაიქცა იატაკზე, მაგრამ იგი კვლავ ყვიროდა და გონება არ დაუკარგავს”
კომენტარები