• რეკლამა
  • კონტაქტი
19:21, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დახვრეტილი ქართველების საფლავები წინასწარ ჰქონდათ გათხრილი” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
13:55 08-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
684
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
არსებობდა ასეთი სასჯელი რომის იმპერიაში – ერქვა Damnatio memoriae – სიტყვასიტყვით ხსოვნის დაწყევლა, რაც გამოიხატებოდა ადამიანებისა და მათი საქმეების ყველა წყაროდან ამოშლაში ისე, რომ მათი სახსენებელი და მოსაგონარიც აღარ ყოფილიყო. ასეთი პირის სახელი ყველა წყაროდან, ყველა დოკუმენტიდან, ყველა ნახატიდან და საჯარო ინფორმაციიდან იშლებოდა ხოლმე.
დღეს 28 აგვისტოა, 1924 წლის აჯანყების 100 წლის თავი. აჯანყებისას დაღუპულ გმირებს საბჭოელებმა სიკვდილის გარდა ხსენებაც აკრძალვა ანუ Damnatio memoriae მიუსაჯეს. მათზე აღარავის უნდა ესაუბრა. მოვლენაც დავიწყებას უნდა მისცემოდა. სახელები კი არა, უფრო მოგვიანებით ფოტოებიდანაც შლიდნენ და გლეჯდნენ დახვრეტილების სახეებს საბჭოთა რეპრესიების დროს. მაგრამ სულ ტყუილად, დღეს, 100 წლის თავზე, კვლავ გვახსოვს თავისუფლებისათვის ბრძოლის ასი წლის წინანდელი სურვილი და არც ჩეკისტების მიერ, არგვეთის ხიდთან, რკინიგზის სადგურის სიახლოვეს, დახვრეტილი ქართველები დაგვავიწყდება, რომელთა საფლავებიც წინასწარ ჰქონდათ გათხრილი რუსულ ჩეკას და მათ რიგებში მყოფ მოღალატეებს საქართველოში (ქართველებს ვერ ვუწოდებ, ჩეკისტს ნაციონალური იდენტობა დაკარგული ჰქონდა).
საბჭოთა რუსული კომუნიზმი ნეგატიური გადარჩევის (ე.წ. ნეგატიური სელექციის) პრინციპზე იდგა – მებრძოლს, ჭკვიანს ხვრეტდნენ, მორჩილსა და კონფორმისტს კი ტოვებდნენ და წინ წამოსწევდნენ, სხვათათვის სამაგალითო მოდელად წარსადგენად. ამის შედეგებს დღემდე ვიმკით.
საბჭოთა რუსეთიდან ეს მეთოდები გავრცელდა ჩინეთშიც, ხოლო კამბოჯაში სტალინითა და მაოთი შთაგონებულმა წითელმა ქმერებმა რამდენიმე სათვალიანი მოქალაქეც სამაგალითოდ დახვრიტეს – ნაკითხი და განათლებული იქნება, შესაბამისად მისგან მორჩილ და ახალ ადამიანს ვერ შევქმნითო. რა გასაკვირია, იდეა ახალი, კონფორმისტი, ნაციონალური და ცივილიზაციური იდენტობის არმქონე ადამიანის შესახებ სწორედ ადრეულ საბჭოეთში ეტრფოდნენ, რასაც ათასობით გმირის სიცოცხლე შეეწირა. მაგრამ რადგან ჩვენ გვახსოვს ესე იგი მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია.

“არ დაიჯეროთ თუკი გეტყვიან, რომ ნეიტრალიტეტით ტერიტორიული მთლიანობის აღდგება მოხდება” – გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved