• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაკავებულთა სრული უმრავლესობა ნაცემია – ადვოკატები

ალია ავტორი - ალია
13:42 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

სისხლიან ღამეს დაკავებული 43 მომიტინგიდან უმეტესობა ნაცემია – ამ ინფორმაციას “პირველებს” უფლებადამცველები უდასტურებენ. იზოლატორებში გამოკეტილი მოქალაქეები ადვოკატებთან ძალადობის უპრეცედენტო ფაქტების შესახებ ყვებიან. მათი ნაწილი იხსენებს, რომ ხელბორკილების დადების შემდეგ, ფიზიკური ძალადობის მეორე სერია საპოლიციო მანქანებში დაიწყო.

ცნობისთვის, ინფორმაციას, რომ 43 პირია დაკავებული, შსს ავრცელებს. რეალურად, დაკავებულთა რიცხვი, უცნობია.

დაკავებულებს დაზიანებების კვალი თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა ნაწილში აღენიშნებათ.

დაკავებული არის ნაცემი. აქვს პრეტენზია, იმასთან დაკავშირებით რომ აბსოლუტურად შეხება არავისთან არ ჰქონია. იდგა დროშით რუსთაველის გამზირზე. მოვიდნენ დააკავეს, შემდეგ წაიყვანეს, საკმაოდ ძლიერად გაუსწორდნენ ფიზიკურად და ეს დაზიანებები დაფიქსირებულია. სიტყვიერად არავისთან არ ჰქონია არანაირი შეხლა- შემოხლა, არანაირი მიმართვაც კი, მაგრამ ამბობენ, რომ თითქოს ამან ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენა. თავის არეში აქვს დაზიანება და ეს ყველაფერი გადაღებულია და კარგად ჩანს როგორ ურტყამს პოლიცია, რამდენიმე კაცს ჰყავს დაჭერილი ის და თავისი მეგობარი და ურტყამენ. ფეხზეც აქვს მიღებული, დამაგდესო, როცა დამიჭირეს. დგას დროშით ხელში არავისთან კონფლიქტი არ აქვს და არც არავინაა მის გარშემო, მოდის პოლიცია 2 კაცი უკნიდან აკავებს მიჰყავთ და უსწორდებიან ფიზიკურად ”, – ამბობს ადვოკატი ტვ პირველთან. 

იზოლატორები გადავსებულია. ამიტომ გომელაურის რაზმის წევრები ამ მომენტამდე ვერ ახერხებენ დროებითი მოთავსების საკნებში დაკავებულების შესახლებას.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved