• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაკავებულ ექიმს, 50 ათასი ლარი, ხალხმა 1 საათში შეუგროვა

ალია ავტორი - ალია
20:37 09-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
606

დაკავებულ ექიმს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც ფინანსურმა პოლიციამ ხელბორკილები ასაკოვანი ქალისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს, საპატიმრო გირაოს თანხა, 50 ათასი ლარი მოქალაქეებმა შეუგროვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს.

თანხა თელავის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან რამდენიმე წუთში აგროვდა.

მეგობრებო, #მაიაექიმისთვის 50 ათასი ლარი შეგროვდა ერთ საათში, მის გამოსახსნელად. მადლობა ყველას.
აღარ ჩარიცხოთ!
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხის საყვარელ ექიმს, ჩვენი თანამებრძოლების დედას გამოვიხსნით. დანარჩენს, რა ხდებოდა დღეს სხდომაზე და ამ საქმის დეტალებს წვრილად მოგიყვებით. ახმეტაში ვაგრძელებთ მუშაობას რეპორტაჟზე!”, – წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი. 

მაია კოხტაშვილმა საპატიმრო უკვე დატოვა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც გამ,ოძიება ბრალად ყალბი რეცეპტის გაცემას ედავება, 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დღეს შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო. ასევე, ბრალდებულ ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს, აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთაც.

მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა.

ადვოკატის მტკიცებით, ეს კაცი სინამდვილეში პროვოკატორი აღმოჩნდა, რომელსაც ახლა აქციების მონაწილე ექიმის დასასჯელად იყენებენ.

როგორც სხდომიდან ხდება ცნობილი, პირი რომელიც ექიმთან მიგზავნილი პირი აღმოჩნდა, ფინანსური პოლიციის თანამშრომელი ბექა მარტყოფლიშვილია. 

დაკავებულ მედიკოსს მხარდაჭერას კოლეგები და ადგილობრივი მოსახლეობდა უცხადებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved