• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დაილოცოს „ქართულო ოცნებავ“ შენი სამართალი!” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:19 07-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,298

პარალმენტის ყოფილი წევრი, ირაკლი მელაშვილი:

,,პრინციპულობის აპოთეოზი, ანუ დაილოცოს “ქართულო ოცნებავ” შენი სამართალი!

პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ქვია „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“

ეს კომისია მართლა იმ საქმისთვის რომ იყოს შექმნილი, რაც დასახელებაში უწერია, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ თვითგანწმენდით დაკავდებოდა. მაგრამ..

დღეს ადეიშვილის მარჯვენა ხელი, ამხანაგი მიქანაძე, არც მეტი არც ნაკლები, განათლების მინისტრად დაინიშნა! მთლად განათლების მინისტრად, კაცო! ჰო, ამ ახალგაზრდას შემთხვევით ე.წ. “ციხის ბუნტის“ ჩახშობასთანაც ხომ არ აქვს კავშირი? შემთხვევით ხომ არაფერი იცით ამის შესახებ, კომისია ხომ არ დაინტერესებულა? არა ხომ? კარგია.

ნაცების მმარველობის დროს ევროსტრუქტურებში პირადად ბიძინას, მთელი ოპოზიციის და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის მებრძოლი ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მთავარი მაგინებელი, ევროსტრუქტურებში მიშას ხელისუფლების მთავარი რუპორი, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეთ არა? არ დამიწყოთ ახლა სალომე სამადაშვილის ნათქვამს როგორ იჯერებო. უიმისოდაც კარგად ვიცოდით ევროსტრუტურებში ვინ გვებრძოდა, როცა 2012-ში არჩევნების სამართლიანად ჩატარებითვის და აქ აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის აკლებული გვქონდა ევროპაც და აშშ-ც. ვინც იქ ხელისუფლებას იცავდა და რა მეთოდებით, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან ზეპირად ვიცოდით, სახელებიც, გვარებიც, და ოპოზიციის ლიდერებზე თუ ჩვენზე მათი დამამცირებელი გამონათქვამებიც კი. ჰოდა, ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, ალბათ ესეც უნდა ჩავყლაპოთ და დავიჯეროთ, რომ ამ ქალბატონის საგარეო საქმეთა მინისტრად დაწინაურება კიდევ ერთი ლურსმანია ჩარჭობილი „ნაციონალური მოძრაობის დასასაფლავებელ კუბოზე, არა?

განვაგრძოთ, აი, წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში მყოფთათვის მიშასადმი პირფერობის და მონური დამოკიდებულების ერთ-ერთი სიმბოლო ვინც იყო, მიშას, მადიდებელი ოდებს რომ უძღვნიდა, „პოეტი“ სოსიაშვილი, „ქართული ოცნების” სიით პარლამენტის წევრად აირჩიეთ არა? პარლამენტი იქით იყოს, მოგისწრიათ და ეს „დამსახურებული“ კაცი, 2024 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრადაც კი აგირჩევიათ. ჰო, ამდენი მიშამაც ვერ მოიფიქრა! დიდი ისტორიკოსი ყოფილა, თურმე, იცოდით ამის შესახებ რამე ? მე არა, თუმცა, აბა ჩემისთანა გაუნათლებლების ცოდნა აქ რა მოსატანია.

კიდევ განვაგრძო? მინისტრები, პარლამენტის წევრები, გუბერნატორები, მერები ოცნების მიერ პოლიტიკურ თანამდებებზე დაწინაურებულ სააკაშვილი რეჟიმის მორჩილ მსახურთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია. დღეს თეა წულუკიანის კომისიაში, რომელმაც ვითომ ნაცები უნდა გაასამართლოს, სინამდვილეში კი ოცნების პოლიტიკურ ოპონენტებზე დასარევად არის შექმნილი, ერთი წევრი სააკაშვილისდროინდელი მაღალი რანგის ძალოვანია, შსს აჭარის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ქობულეთის პოლიციის ყოფილი უფროსია, მეორე დიპლომატია, რომელიც მიშამ ელჩობით დააჯილდოვა, რადგანაც საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო და კარგად მოამზადა ის კონსტიტუციური მოდელი, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ სააკაშვილს პრეზიდენტის სავარძლიდან მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გადაჯდომის და ამ გზით შეუზღუდავი ძალაუფლების უვადოთ შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემდა. რას ერჩი, ეკუთვნოდა!

მოკლედ, კიდევ ერთხელ, დაილოცოს „ქართულო ოცნებავ“ შენი სამართალი! თქვენ კი მოგევლებათ ადრე თუ გვიან, მაგრამ იმ სულელებს რა ეშველება (უსინდისოებზე არ მაქვს საუბარი) სერიოზულად რომ კითხულობენ „ აბა ნაცის მობრუნება გინდა, ბიძი?“

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved