• რეკლამა
  • კონტაქტი
03:10, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაიჯერეთ, ხალხო, შიათ ბავშვებს…” – რა გააკეთა გოგონამ, რომელსაც სკოლაში მჭადი და ყველი მიაწოდეს? – პედაგოგის წერილი

ალია ავტორი - ალია
17:03 10-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

პედაგოგი, ლანა ნიკოლეიშვილი:

“მინდა სკოლებში მოშიმშილე ბავშვებს და მათი კვების თემას გამოვეხმაურო.

მეც იმ ბავშვების სიაში ვარ, მოსწავლეობის დროს, სანახევროდ რომ ჰქონდა ბუფეტის ფული და სანახევროდ შიოდა…

მერე იმ მშობლების სიაში ვიყავი, ბუფეტის ფულს იშვიათად რომ ვუხერხებდი შვილებს.და იმ მასწავლებლების კატეგორიაში გადავედი, რომელსაც არასოდეს დამვიწყებია,რა მწარეა სკოლაში შიმშილი და სხვისი ულუფისაკენ თვალის გაპარება.

ვასწავლიდი ოთხ საჯარო სკოლაში და ბოლოს კერძოში.საჯაროებში მუშაობის პერიოდი, ძაან არეულ და გაჭირვებულ დროს დაემთხვა,თან უფროსკლასელებთან მქონდა შეხება და ძირითადად თავისუფალ დროს (ზარიდან ზარამდე) სამასწავლებლოში ვატარებდი. როცა თბილისის ერთ_ ერთ კერძო სკოლაში დავიწყე დაწყებით კლასებში მუშაობა, იქ ჩავხედე თვალებში ბავშვების გაჭირვებას, შიმშილს და მწარედ მოთმინებასაც, რაც ყოველთვის გულს მიკლავდა.

იტყვით ახლა, კერძო სკოლაში ფულიანები დადიან, რატომ შია იქ ბავშვსო?

მე კი გეტყვით, კერძო სკოლაში ის კატეგორია ბავშვებიცაა, რომელთა მშობლები საშუალო ან მასზე დაბალ ფენას განეკუთვნებიან და ყოველ თეთრს შვილის განათლებაში დებენ. ამიტომ მათი ბიუჯეტი განსაზღვრულია სწავლის გადასახადის, სასკოლო ნივთების, ჩაცმა-დახურვისა და მწირი, სასკოლო კვების ფულისთვის. ხშირად გახანგრძლივებული ჯგუფებისათვის, სადაც ასადილებენ ბავშვებს 2 საათზე და ოჯახი ამ კვების იმედად უშვებს, დილით სწრაფად ჩაიდალეულზე…

მე მინახავს სხვისი, სახლიდან წამოღებული სადილისაკენ გაპარებული, მშიერი თვალები…მე მინახავს დიდ დასვენებაზე, ბუფეტისკენ გაქცეულ ბავშვებს გამოყოფილი ბავშვი, რომელიც უხერხულობისაგან იწყებს დაფაზე ხატვას ან წიგნის ,,კითხვას,,

მინახავს კლასელების მიერ შემოტანილ, ნაყიდ საკვებს როგორ უყურებს და ჯდება მის სიახლოვეს, იმედით, ერთი ლუკმას მაინც მოუტეხავს… მინახავს მშობელი, რომელიც კატეგორიულად მიმტკიცებდა, რომ ჩემს შვილს სკოლაში ფულს არ ვატან იმიტომ,რომ მას არ შია ამ დროს, დილით კარგად ვაჭმევ და პირველ _ ორ საათამდე რა მოაშივებსო, არადა ნეტა ენახა თავისი შვილი, ბავშვების კვებისას…

რას ვაკეთებდი მე, როგორც მასწავლებელი და რა მინდა გაითვალისწინოს ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა პედაგოგებმა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში..

მქონდა ჩემი, პატარა, დაუწერელი კანონები.მაგალითად;

როცა ჭამ, თვალი მოავლე ირგვლივ, იქნებ მშიერ თვალებს გადააწყდე და სანამ ლუკმას პირისკენ წაიღებ, ერთი მასაც უწილადე .

თუ არ გემეტება ის ერთი ლუკმა (ეს შენი უფლებაა და ვერავინ გაიძულებს) არ ამოიტანო ბუფეტიდან ნაყიდ საკვები, იქვე მიირთვი და ამოდი (მშიერი კლასელი რომ არ გააღიზიანო).

ზოგ ბავშვი ჭამაში პრეტენზიულია და ბევრჯერ მინახავს მთლიანი ხაჭაპური ან ლობიანი ნაგავში ჩაგდებული. ასეთ შემთხვევაში, ვასწავლიდი, თუ თქვენ არ მოგეწონათ საკვები, მოატეხეთ ხელით თქვენი ნაკბეჩი ადგილი და დასვით კითხვა, ბავშვებო, ვინმეს გინდათ ეს ხაჭაპური, თუ ლობიანი, თუ ჰოთდოგი? მსურველი მშიერი თვალები იქნება.

ძალიან ხშირად, ბოლო გაკვეთილზე ამიკრეფია (ნებაყოფლობით) ბუფეტში მორჩენილი 5 ან 10 თეთრები და სამი_ ოთხი შოთი ან ლავაში მიყიდია, გაკვეთილზე დამიტეხავს და ყველასთვის გამინაწილებია. სახლიდანაც წამიღია ჯემი, გადამისვამს და მიჭმევია. უფრო ხშირად ბუფეტში ვერწასული ბავშვისთვის ჩემი ლუკმა გამიყვია, ამდენს ვერ მოვერევი, მოდი შენს დამეხმარე- მეთქი.

ერთხელ სკოლაში სადილად მჭადი და ყველი წავიღე. ვხედავ გოგონას,რომელიც ბუფეტში ვერ მიდის. დავპატიჟე, გავუტეხე შუაზე და დავინახე კლასიდან გავიდა.ცოტა ხანში, თავის პირველკლასელ ძმასთან წასულა და მისთვისაც გაუუნაწილებია. მეორე დღეს ჩვენს კლასთან მოვიდა ძმაც..

თითქმის არასოდეს წამიღია სახლში, სოფლიდან საჩუქრად ჩამოტანილი ყურძენი თუ ხილი.

ასე,რომ დაიჯერეთ ხალხო, შიათ ბავშვებს…

და მთავარი: პედაგოგმა უნდა შეძლოს მშიერი თვალების დანახვა და არა ისე, მასწავლებელი ჭამდეს და მოსწავლე უყურებდეს…

p.s. აქ,სამეგობროში მოსწავლეებიც მყავს, მშობლებიც.თუ ასე არ ხდებოდა, ნუ დამეთანხმებიან.”

თეგები: ლანა ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved