• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაბალი მხარჯველობითი უნარის მქონე რუსი ტურისტები აფუჭებს ტურისტულ პროდუქტებს” – დროა

ალია ავტორი - ალია
16:29 08-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,093

პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, პარტიის სახელით, საქართველოში რუსი ტურისტების შემოდინებასთან დაკავშირებით ხედვა წარადგინა:

 

“დაბალი მხარჯველობითი უნარის მქონე რუსი ტურისტების დიდი რაოდენობა აფუჭებს ტურისტულ პროდუქტებს საქართველოში. საქართველო არ არის მასობრივი ტურიზმის ქვეყანა. ინდუსტრიის განვითარების სტრატეგია ეფუძნება მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოზიდვას და ნიშური ტურიზმის განვითარება. რუსი ტურისტისთვის მისაღები ტურისტული ინფრასტურქტურა და პროდუქტები მიუღებელია ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, აგრეთვე აზიის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისათვის”, – აცხადებს პარტია.

“დროა” წერს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დასუსტების ფონზე, რუსი ტურისტების უკონტროლო შემოსვლა განსაკუთრებულ საფრთხეებს შეიცავს. მათი განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, “ოცნებას” რუსეთის არც ერთი აგენტი არ გამოუვლენია.

პარიის აზრით,მარტივად გამოსაცნობია, როგორ შეიძლება რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენოს რუსეთის მოქალაქეების „ღირსების“ დაცვის არგუმენტი საქართველოს წინააღმდეგ.

“დროას” აზრით, გამოსავალი შემდეგია: 

  1. სამკვირიანი ტურისტული ვიზები რუსეთის მოქალაქეებისათვის – სასაზღვრო კონტროლის, რუსეთიდან საქართველოში შემოსული პირების აღრიცხვისა და მონიტორინგის, მათი ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, დაწესდეს მაქსიმუმ სამკვირიანი ტურისტული ვიზა, რომელიც შეზღუდავს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შესაძლებელს გახდის რუსეთიდან მხოლოდ მიზნობრივი სეგმენტის შემოშვებას, რუსეთის მოქალაქეების კონტროლს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
  2. ბიზნესის რეგისტრაციის შეზღუდვა – ტურისტული მიზნით შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში. თუმცა, არსებული გამოცდილებით, ისინი კომპანიებს არეგისტრირებენ. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებისათვის იურიდიული პირების რეგისტრაცია, რაც ხელს არ უშლის ტურიზმს, მაგრამ იცავს ქვეყანას რუსული ფინანსების უკონტროლო შემოდინებისაგან.
  3. კერძო საკუთრების რეგისტრაციის შეზღუდვა – ტურისტული მიზნით შემოსულ პირებს არ ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვა. ამიტომ, აუცილებელია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს უძრავი ქონების რეგისტრაცია რუსეთის მოქალაქეებზე, რაც არავითარ კავშირში არ არის ტურიზმის ინდუსტრიასთან.
  4. ბინადრობის უფლების შეზღუდვა – აუცილებელია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს დროებითი, ან მუდმივი ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე, რაც დააზღვევს რუსეთის მოქალაქეების უვადო, ან ხანგრძლივი ვადით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობის რისკს და ამასთან, არ შეამცირებს ტურისტული სექტორიდან მიღებულ შემოსავლებს.

ტურისტული გადასახადი რუსეთის მოქალაქეებისთვის:

  • რუსეთიდან შემოსულ თითოეულ მოქალაქეს საერთაშორისო პასპორტისა და რუსეთის შიდა პასპორტის (პირადობის მოწმობის) შემოწმების საფუძველზე საზღვარზე დაეკისროს გადასახადი 20 ლარის ოდენობით, თუკი რუსეთის შიდა პასპორტი არ აღმოჩნდა რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების სამსახურის შიდა პასპორტი (გარდა 18 წლამდე ბავშვებისა რომელთა შემთხვევაშიც გადასახადის დაკისრება მოხდება მხოლოდ საერთაშორისო პასპორტის საფუძველზე);
  • თუკი შემოსვლის მსურველ პირს პასპორტთან ერთად რუსეთის შიდა პასპორტის სახით თან აქვს რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, აღნიშნულ პირს და თითოეულ მის თანმხლებ პირს დაეკისროს გადასახადი 100 ლარის ოდენობით, თუკი მათ ქვეყანაში შემოსვლის უფლება საერთოდ მიეცემათ. თანმხლებ პირად ჩაითვლება ოჯახის წევრი ან კერძო სატრანსპორტო საშუალებაში მასთან ერთად მყოფი მგზავრი.
  • თითოეულ რუსული ნომრის სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც არ ეწევა სავაჭრო ტვირთების გადაზიდვას, დაუწესდეს გადასახადი 50 ლარის ოდენობით.
  • რუსული საბიუჯეტო სტრუქტურების თითოეულ სატრანსპორტო საშუალებას, ასეთად ამოცნობის შემთხვევაში და მათი საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვის არარსებობის შემთხვევაში, დაუწესდეს გადასახადი 200 ლარის ოდენობით.
  • ბათუმსა და აჭარის საზღვაო დასახლებებში გადაადგილებისა და პარკირების უფლებისთვის რუსული სანომრე ნიშნის ავტომანქანამ უნდა შეიძინოს სპეციალური საშვი, რომლის შეძენაც შესაძლებელი უნდა იყოს მაღაზიებსა და ავტომატური გადახდის აპარატებში. დაწესდეს მაგალითად ერთდღიანი, სამდღიანი, ერთკვირიანი და ორკვირიანი საშვები. ერთდღიანი საშვი – 10 ლარი, სამდღიანი საშვი – 30 ლარი, ერთკვირიანი საშვი – 50 ლარი, ორკვირიანი საშვი – 100 ლარი. საპატრულო პოლიციას დაევალოს საშვების შემოწმება, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ჯარიმამ უნდა შეადგინოს 150 ლარი.

“დროას” ხედვით, შემოსული თანხა უნდა გადაირიცხოს “სახელმწიფო ფონდში”, რომლის შემოსავლებიც იქნება გამჭვირვალე და რომელიც ყოველთვიურად თანაბრად გაუნაწილდებათ: აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და აგვისტოს ომის ვეტერანებს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ინდივიდუალურად, ან ოჯახის ერთ წარმომადგენელს ოჯახში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირთა სულადობის მიხედვით; საქართველოში 2022 წლის 23 თებერვლის შემდგომ (24 თებერვლის დღიდან) შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ საარსებოდ იღებენ თანხას, ფართს ან სხვა სახის შემოწირულებასა თუ მომსახურებას ნებისმიერი ადგილობრივი თუ უცხოური ორგანიზაციის ან საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირისგან.

პარტი ამბობს, რომ 2022 წლის ივნისისა და ივლისის თვეების მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ინიციტივის შედეგად მიღებული შემოსავლაი, შესაძლებელია მინიმუმ 20 მილიონი ლარი ყოფილიყო.

 

http://

თეგები: ელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved