„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დააკვირდით ნაცების შხამიანი პროპაგანდის პრინციპს:
შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებული ოჯახი ვერ აიყოლიეს, რის გამოც ახლა მათ ლანძღავენ და, სამაგიეროდ, მკვლელობაში ბრალდებულებს იცავენ;
ბაჩალიაშვილის საქმეში პირიქით – დაზარალებულის პოზიცია მოსწონთ და ზედ დაჰფოფინებენ.
რაში ვერ აიყოლიეს შაქარაშვილები და რა მოსწონთ ბაჩალიაშვილების? სახელმწიფოზე შეტევაში მონაწილეობა, თორემ ერთი გარდაცვლილიც ფეხებზე ჰკიდიათ და მეორეც ამ გარეწრებს…“
კომენტარები