• რეკლამა
  • კონტაქტი
15:00, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს, მოვ­დი­ვარ, ხელი უნდა გთხო­ვოო” – რას ჰყვება კესარიას მეგობარი

ალია ავტორი - ალია
13:55 09-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,409

გუ­შინ, ღა­მით, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. კე­სა­რი­ას მე­გო­ბა­რი ვა­ნი­კო კა­რე­ლი­ძე გამოცემა “ამბებთან” ამბობს:

ჩვენ ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ყო­ველ­დღე ვსა­უბ­რობ­დით, დღე­ში ოთხჯერ-ხუთ­ჯე­რაც კი. იმ დი­ლა­საც რა­ღაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მომ­ხდარს არ შე­ე­ხე­ბო­და. შემ­დეგ მთე­ლი დღე აღარ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. სა­ღა­მოს ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად, ვი­ცო­დი, რომ და­შო­რე­ბუ­ლი იყო მას­თან, მაგ­რამ არ და­ვუ­რე­კე, ვი­ფიქ­რე, რომ მარ­ტო არ იქ­ნე­ბო­და.

ვი­ფიქ­რე, რომ შე­რიგ­დნენ და მან და­ა­დე­ბი­ნა. ორი წელი ერ­თად იყ­ვნენ. ორი კვი­რის წინ ჩვენ სამ­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით აუზ­ზე, ვიდ­რე და­შორ­დე­ბოდ­ნენ.

ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მაგ­რამ არა­სო­დეს უთ­ქვამს კე­სოს, რომ სცემ­და. თუმ­ცა ერთხელ შევ­ნიშ­ნე, რომ ყელ­თან ჩა­ლურ­ჯე­ბა ჰქონ­და, მი­თხრა, რომ ძლი­ე­რად მიჩ­ქმი­ტაო. რო­გორც მივხდი, ერი­დე­ბო­და ჩემ­თან ამა­ზე ლა­პა­რაკს, ვე­ტყო­დი, შე­ეშ­ვი, და­ა­ნე­ბე თავი – მეთ­ქი. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის მომ­ხრე არ ვი­ყა­ვი, სულ და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

სად­მე რომ ვი­ყა­ვით, არ ას­ვე­ნებ­და, სულ ურე­კავ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი ხოლ­მე, გა­თი­შე სა­ერ­თოდ ტე­ლე­ფო­ნი-მეთ­ქი. თით­ქმის ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. 

ბოლო ორი წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. ბექას კომ­პლექ­სე­ბი ჰქონ­და, სულ ცდი­ლობ­და ისეთ ად­გი­ლებ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხი არ იქ­ნე­ბო­და.

ბო­ლოს რომ იჩხუ­ბეს, კე­სომ უთხრა, ვიდ­რე არ გა­ო­ფი­ცი­ა­ლურ­დე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, უნდა დავ­შორ­დე­თო. მე­გობ­რის­გან გა­ვი­გე, და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს, დადე თუ გინ­და ფოტო, მოვ­დი­ვარ, ხელი უნდა გთხო­ვოო.

არ უყ­ვარ­დათ არ­ცერ­თს და­ლე­ვა. ხში­რად დავ­დი­ო­დით ერ­თად, ხში­რად იყო ბე­ქაც ჩვენ­თან ერ­თად და რომ ვთქვა, სას­მე­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბო­და, გა­მოვ­რი­ცხავ.

ბო­ლოს არ ვიცი სად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რად დაც­ვა­ში იყო. ჩვე­უ­ლებ­რივ ვკონ­ტაქ­ტობ­დით ხოლ­მე, ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­სო­დეს მო­უ­ყე­ნე­ბია, მაგ­რამ ესე­ნი ვერ რიგ­დე­ბოდ­ნენ…

ახლა მივ­დი­ვართ პრო­ზექ­ტუ­რა­ში, რომ მი­ვი­ტა­ნოთ ტან­საც­მე­ლი, რი­თიც უნდა გად­მო­ას­ვე­ნონ. გუ­შინ მომ­ხდა­რის შემ­დეგ ერ­თად ვი­ყა­ვით მე და კე­სოს დედა, შო­კი­რე­ბუ­ლია, მომ­ხდარს ჯერ ვერ აა­ნა­ლი­ზებს…

სამეთვალყურეო ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი – ბექა ჯაიანი, 18:53 საათზე, მიდის ავთანდილის 8 ნომერში, გადმოდის ტაქსიდან და შედის სუპერმარკეტში. 18:55 საათზე ის უკვე სადარბაზოშია და ლიფტს ელოდება. ხელში უჭირავს პროდუქტიც, რომელიც, სავარაუდოდ, მან მარკეტში შეიძინა.

ამავე ჩანაწერების მიხედვით, 19:09 საათზე ის კიბეებზე ჩარბის და სირბილითვე ტოვებს ტერიტორიას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved