• რეკლამა
  • კონტაქტი
18:44, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

COVID 19-ის პიკი 8 კვირაში დადგება – დახურული თათბირის დეტალები – Forbes

ალია ავტორი - ალია
16:23 03-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

გავრცელებული ინფორმაციით, Goldman Sachs-ის დახურული თათბირის ფარული ჩანაწერი ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა და შემდეგ გამოაქვეყნა კიდეც.

ახალი ტიპის კორონავირუსის COVID-19-ის პიკი რვა კვირაში დადგება, ამის შემდეგ დაავადება უკან დაიხევს, სიკვდილიანობა 2%-ს შეადგენს, წერს ჟურნალი Forbes. 

გამოცემა ირწმუნება, რომ მას ხელში ჩაუვარდა საივესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის კლიენტების დახურული თათბირის ჩანაწერები, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის საკითხი განიხილებოდა. 

​გავრცელებული ინფორმაციით, თათბირი გასულ კვირაში გაიმართა და მას, კომერციული ბანკების წარმომადგენლების გარდა, Goldman Sachs-ის მთავარი ეკონომისტი და მედიკოსი — იან ჰაციუსი და მაიკლ რენდელიც ესწრებოდნენ. Forbes-ი წერს, რომ ფარული ჩანაწერი თათბირის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა და გაავრცელა.

კერძოდ, ქსელში მოხვდა აშშ-სა და გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის პროგნოზი: 50% და 70%, შესაბამისად. აქედან დაავადება მსუბუქი ფორმით ჩაივლის 80% შემთხვევებში, საშუალოდ — 15%-ში, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში 5% აღმოჩნდება. ამასთან, სიკვდილიანობა საშუალოდ 2%-ს შეადგენს.

 დახურული თათბირის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ვირუსის პიკი დაახლოებით რვა კვირაში დადგება, რის შემდეგაც COVID-19 უკან დაიხევს. 

ამასთან, თათბირზე გაკეთდა პროგნოზიც, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მსოფლიო ტემპები ყველაზე დაბალი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში და დაახლოებით 2%-ს შეადგენს. S&P 500-ის საფონდო ინდექსი 2020 წლისთვის ნეგატიურ ზრდას აჩვენებს მინუს 15-დან მინუს 20%-მდე. თუმცა წლის მეორე ნახევრიდან ბაზრები, წესით, სრულად უნდა აღდგეს.

როგორც Forbes-ი წერს, ბანკის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ აღნიშნული განცხადებები „მხოლოდ მოკლე რეზიუმეა“, რომელიც მცდარ ინფორმაციას შეიცავს, და რომ თათბირის დროს პანდემიის შესახებ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები წარმოითქმებოდა, რომლებიც ყოველთვის არ გამოხატავდა Goldman Sachs-ის თვალსაზრისს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 198 004 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 7 948 და განკურნებულია 81 950 ადამიანი.

წყარო – 2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved