• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენს თვალწინ გარდაიცვალა, ძალიან მძიმე ტრამვები ჰქონდა…” – რა გახდა აფეთქების მიზეზი ტყიბულის შახტში

ალია ავტორი - ალია
10:24 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

რა გახდა აფეთქების მიზეზი ტყიბულის შახტში – ადგილზე მოკვლევა დილიდან უნდა დაიწყონ სპეციალისტებმა. ინციდენტის შესახებ პირველი განმარტება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა გააკეთა.

“დაახლოებით ღამის 11-ზე მივიღეთ შეტყობინება, რომ მოხდა უბედური შემთხვევა. ტრავმირებული იყო 9 ადამიანი, 1 საკმაოდ მძიმე ტრავმებით და ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა. აფეთქების შემდეგ გამოწვეული ტალღის დამაზიანებელი ფაქტორი ამის შედეგი, რაც პირველადი ვერსიით ვიცით.

როგორც ხდება ხოლმე, მოხდა კარიერის აფეთქება, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.დილიდან დაიწყება შესაბამისი მოკვლევა.

რასაკვირველია, ტყიბულის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გარდაცვლილის ოჯახს დაეხმაროს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს, ამასთანავე დაშავებულებსაც,” – განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა.

ძლიერი აფეთქება მინდელის შახტში ღამის 11:00 საათისთვის იმ დროს მოხდა, როდესაც მიწის სიღრმეში მეშახტეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 8. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივ კლინიკაში გაუწიეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved