• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენი რესპოდენტი გაქრა… “ოცნება” გპირდებით, ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი”

ალია ავტორი - ალია
18:45 09-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, წერს:

“PF-ში გვაქვს ერთი საინტერესო ჟანრი, როცა ჟურნალისტი ამბავს ყვება თავად რესპოდენტების და ვიდეოკადრების მეშვეობით. მთავარი მთხრობელი სიუჟეტის მთავარი გმირია, ჟურნალისტი საერთოდ არ საუბრობს, მხოლოდ იღებს და ტექსტ და კადრებს ამონტაჟებს. ასე იქმნება ძალიან საინტერესო ამბები ასი ათასობით ნახვით. ამას შესანიშნავად აკეთებს ლაშა ნაკაიძე. მაგრამ ამბავი სხვა რამეზეა.

ადგა ჩვენი ლაშა, იპოვნა საინტერესო რესპოდენტი ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევში. ხანში შესული გლეხის ისტორიაა, რომელიც ლამის უკანასკნელია, ვინც მანუფაქტურულად (და არა ქარხნულად) ნამდვილ ქართულ კრამიტს აკეთებს სოფლის მახლობლად კარიერიდან მოპოვებული თიხისგან. კრამიტი უმაღლესი ხარისხის, უმტკიცესი და ულამაზესია.

ლაშამ შეათანხმა ინტერვიუ და გაემგზავრა ზესტაფონში. გაიარა რესპოდენტთან წინასწარ ყველაფერი და დილით დაიგეგმა გადაღება. და რა? მეორე დილით რესპოდენტი გაქრა.

დავადგინეთ რატომაც: ხელისუფლებამ შეუთვალა – მაგ არხზე შენ სახეს თუ ვნახავთ, შენი ვაჟი გაზის კომპანიაში დაკარგავს სამსახურს (ვითომ კერძო კომპანია როა), ხოლო მისი ცოლი – სკოლის პედაგოგი აღარ იქნება მეორე დღიდანო (ია კერძაიას მკვლელების მთავრობისგან აბა ვის რა უნდა გაუკვირდეს?!).

აი, ასე. თიხაც და კრამიტიც რომ პოლიტიზირებულია, იმ რეჟიმის ჩატარებული არჩევნები, საარჩევნო კომისიები, მოხელეები და ათასი ჯურის დედამოხნული რას იზამს, ხომ ადვილი წარმოსადგენია?

ხოდა, წარმოდგენილი მაქვს და მაინც (და სწორედ მაგიტომ) გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი წარმოსახვით კრამიტებში 31 ოქტომბერს ქართული ოცნება / Georgian Dream და ვერასდროს ვერ ამოეგდებით მაქედან – მყარია ეგ კრამიტი და გამძლე. მოკლედ, ლამაზ და მყარ პოლიტიკურ საფლავს გიმზადებთ ნამდვილი ქართული კრამიტისგან.”

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved