• რეკლამა
  • კონტაქტი
00:14, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენი მიზანია სანქციები რუსეთისთვის იყოს მტკივნეული” – შარლ მიშელი

ალია ავტორი - ალია
19:52 03-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინი დამარცხდება, ეს მათი საერთო მიზანი უნდა იყოს. ამის შესახებ მიშელმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი დამარცხდება. ეს საერთო მიზანი უნდა იყოს. ეს უსაფრთხოების საკითხია, ევროპისა და მსოფლიოს მომავლისთვის”. – თქვა მიშელმა.

როგორც მიშელმა ტელეკომპანიას უთხრა, ომის დაწყების შემდეგ ის არაერთხელ ესაუბრა როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე ვლადიმირ პუტინს, იმ იმედით, რომ მათ ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე შეთანხმებაში დაეხმარებოდა.

“ეს ძალიან რთულია, რადგან ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ რუსეთის მთავრობა გულწრფელია. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი სამხედრო თავდასხმით მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ. თუმცა, მეორემხრივ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი იმ მიზნით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებში უკეთესი პოზიცია მივცეთ”. – თქვა მიშელმა.

გარდა ამისა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გონივრულად უნდა მოიქცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით.

“ჩვენ რუსეთს უპრეცენდენტო სანქციები დავუწესეთ. ჩვენი სამიზნე ოლიგარქები და რუსეთის ეკონომიკური სექტორებია. თუმცა, ევროპასა და აშშ-ს ზუსტად ერთნაირი მდგომარეობა არ გვაქვს. მაგალითად, ნავთობის ან გაზის სექტორი. ევროპა ბევრად უფრო დამოკიდებულია [რუსეთზე], ვიდრე აშშ. სწორედ ამიტომ გონივრულად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი მიზანია, რომ სანქციები რუსეთისთვის იყოს მტკივნეული და არა ჩვენთვის”.

თეგები: შარლ მიშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved