09:18, ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024

ჩვენი მინიმალური ამოცანაა “დონეცკის რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება” – პესკოვი

კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ფსევდორეფერენდუმების ჩატარების შემდეგად, რუსეთის მინიმალური ამოცანაა “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება.” პესკოვი ასევე ამბობს, რომ “სპეციალური ოპერაცია” გაგრძელდება.

“ყოველ შემთხვევაში, რაც შემიძლია გითხრათ აბსოლუტური სიზუსტით, თქვენ იცით, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყველა ტერიტორია ჯერ არ არის გათავისუფლებული. საუბარია 2014 წლის საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე. ამიტომ, მინიმუმ, აუცილებელია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის განთავისუფლება”

შეგახსენებთ, რომ უკანონო რეფერენდუმები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გუშინ, 27 სექტემბერს დასრულდა. რუსეთის მხარის  მტკიცებით, მათთან შეერთებას მხარი მოსახლეობის თითქმის 100%-მა დაუჭირა. ამ “რეფერენდუმებს” დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო გმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი