სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნას იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ყოფილი წევრი, ზურაბ ფაღავა ეხმაურება და ამბობს, რომ კოლეგების რეკომენდაციები მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების იდენტურია:
“ჩვენი დასკვნა და ქალბატონ ლომჯარიას საექსპერტო, ჩემი კოლეგების დასკვნა სრულ უნისონშია ერთმანეთთან. იქ ვითარდება სასიცოცხლო პარამეტრების ისეთი ცვლილებები, ისეთი არასტაბულობა, რომ ის სულ უფრო და უფრო ძნელად მართვადი ხდება და ეს ცვლილებები ამ ე.წ. სასიცოცხლო პარამეტრების შეიძლება იყოს ძალიან მყისიერი. ასეთი განვითარების შემთხვევაში პირველი სიმპტომებიდან რჩება იმდენად ცოტა დრო ფატალური შედეგის დადგომამდე, რომ ვერანაირი გადაყვანა იმ მომენტში ვერ იქნება დროული“
ცნობილი კარდეოლოგი, ზურაბ ფაღავა პირველი ექიმი იყო, ვინც კონსილიუმი დატოვა.
კომენტარები