“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა, ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ის ან საქართველოში კლინიკაში ან საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და თქვა:
„საზღვარგარეთ მის გადაყვანის ნაწილში დიდი ხანია ვეთანხმები, თუმცა, ქვეყნის შიგნით გადაყვანას, მისი მკურნალობის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არ ექნება. როგორც ჩანს, პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის აღდგენა უფრო რთულად ხდება. მოვუწოდებდი სააკაშვილის მეგობრებს, ქვეყნის შიგნით გადაყვანაზე მაინცდამაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ. ჩვენ, ზოგადად, გვინდა, რომ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც.”
კომენტარები